გამოწვევა: ჩემი ადგილი, ჩემი ისტორია

ByFeedcGeorgia
9
გვსურს გაცნობოთ, რომ გამოწვევის დასრულების დრო გახანგრძლივდა და ჯერ კიდევ გაქვთ შესაძლებლობა რომ ჩაერთოთ.

შეგახსენებთ პირობებს:
ყველა ჩვენგანს მინიმუმ ერთი განსაკუთრებული ადგილი მაინც აქვს - მეგობრებთან ან საკუთარ თავთან გატარებულ ტკბილ დროს რომ გვახსენებს, როგორც არ უნდა შეიცვალოს ჩვეულ მუხტსა და ენერგიას არასდროს რომ არ კარგავს.
იფიქრებთ, სხვას როგორ ავუხსნა და გავუზიარო, რასაც ეგ ადგილი ნიშნავს ჩემთვისო, მაგრამ ჩვენი მიზანიც სწორედ ეგაა - ერთმანეთს საინტერესო ლოკაციების აღმოჩენაში დავეხმაროთ.  

Შემოუერთდი Feedc-ის გამოწვევას - “ჩემი ადგილი, ჩემი ისტორია!”
გაგვიზიარე შენი ემოციები, მოგონებები და შთაბეჭდილებები, რაც საყვარელ ადგილთან გაკავშირებს. 

ატვირთე Feedc-ზე სასურველი კრეატიული ფორმით გამოხატული შენი ისტორია, რომელსაც ჩანახატით და ფოტოთი ან ვიდეოთი გვიამბობ და არ დაგავიწყდეს, Მონიშნო #Places-ის კატეგორია!  

გამოწვევის ფარგლებში გვეყოლება ორი გამარჯვებული - Პირველი გამოვლინდება ხმების რაოდენობით, ხოლო მეორე იქნება Feedc-ის რჩეული.
 გამარჯვებულებს დავაჯილდოებთ საქართველოს ტურით, რომელიც ახალ ადგილებს აღმოგაჩენინებთ და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აგავსებთ.
ByFeedcGeorgia
9