გარდაიცვალა ბელარუსი მთავარეპისკოპოსი, რომელიც აკრიტიკებდა ლუკაშენკას

0
„რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსი არტემი (კიშჩენკო) 22 აპრილს 71 წლის ასაკში გარდაიცვალა“, - ნათქვამია ეკლესიის ოფიციალურ ვებ-საიტზე. 2020 წელს იერარქი ეკლესიის ერთადერთი მაღალი თანამდებობის პირი იყო (ხელმძღვანელობდა მოსკოვის საპატრიარქოს ბელარუსის საეგზარქოსოს გროდნოს ეპარქიას), რომელმაც ხმამაღლა გააკრიტიკა ალიაქსანდრ ლუკაშენკა საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის გამო. 2020 წლის აგვისტოში ქადაგებაში არტემიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში „უკანონობა ხდებოდა“. „ჩვენი ხალხი მხეცად გადაიქცა და საკუთარ ძმებს ტანჯავს“, - თქვა მან, - „ამ მიმართვაში ჩვენ ვამბობთ: „შეჩერდით! თქვენ არ მოქმედებთ სახარების მიხედვით! ქრისტეზე ასწიეთ ხელი და არ მიგეტევებათ! აი, მორწმუნის პოზიცია: ის შეურიგებელია ბოროტებასთან. ის არ ცდილობს მოერგოს ხელისუფლებაში მყოფებს. იქცევა ისე, როგორც ქრისტემ ბრძანა, - თქვა არტემიმ, - ჩვენი მღვდლები წვანან სოლოვკიზე, ჩვენი მოძღვრები წვანან ბელომორის არხის ფსკერზე. გადარჩნენ ისინი, რომლებმაც ადაპტირება მოახერხეს. ამის მიუხედავად, ეკლესია აღორძინდება: მოვიდა ახალი თაობა, რომელიც აჩვენებს, რომ ის სიცოცხლისუნარიანია. მე მრცხვენია მათ წინაშე. ამიტომ არ უნდა გავჩუმდეთ და უნდა ვილაპარაკოთ“. არტემიმ მოუწოდა მასწავლებლებს მოინანიონ ფალსიფიკაციასა და ტყუილში მონაწილეობის გამო, რომ სამართალდამცავები, რომლებიც არბევენ აქციის მონაწილეებს, "მათი აღზრდის შედეგია". რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მაშინ განაცხადა, რომ მთავარეპისკოპოსის ქადაგება მხოლოდ მის პირად აზრს ასახავდა. არტემი რამდენჯერმე გამოვიდა არჩევნების გაყალბებისა და მომიტინგეების დევნის წინააღმდეგ. 2021 წლის იანვარში ბელორუსის რელიგიისა და ეროვნული საკითხების რწმუნებულმა ოფიციალური გაფრთხილება მისცა ბელარუსის მართლმადიდებლურ ეკლესიას. ექვსი თვის შემდეგ კი, ბელორუსის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა არტემი თანამდებობიდან გადააყენა „ჯანმრთელობის მდგომარეობის“ გამო. მოსკოვმა გადაწყვეტილება მეორე დღესვე დამტკიცდა. თვითონ არქიეპისკოპოსმა რადიო თავისუფლების ბელორუსულ სამსახურს უთხრა, რომ გადააყენეს სახელმწიფოს მითითებით. „ჩვენ ვიქეცით უძრაობის, დევნისა და ტყვეობის პერიოდის ეკლესიად“, - განაცხადა მან. მღვდელმთავრის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა აქვს „ასაკობრივი პრობლემებიც“. „ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ არტემი მძიმედ იყო ავად, მორწმუნეებს მოუწოდეს ელოცათ მისი ჯანმრთელობისთვის“, - იუწყება რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური.
0