გასული წლის ყველაზე პოპულარული წიგნები

15
"Goodreads" მსოფლიოში ყველაზე დიდი პლატფორმაა მკითხველებისთვის, ის მომხარებლებს საშუალებას აძლევს თვალი ადევნონ უახლოეს ლიტერატურულ სიახლეებს, აარჩიონ სასურველი ნაწარმოებები და მიიღონ პერსონალიზებული რეკომენდაციები.
ამასთან ერთად კომპანია ყოველწლიურად აქვეყნებს ყველაზე მოთხოვნადი წიგნების სიას, რომელიც იმის მოხედვით დგება, თუ რამდენმა მომხარებელმა დაამატა პროდუქრი "Want to Read" კატეგორიაში.
წარმოგიდგენთ “Goodreads”-ის კვლევის შედეგებს, რომლებში მოხვედრილი ნაწარმოებები თამამად შეიძლება ჩაითვალოს წლის ყველაზე პოპულარულ წიგნებად.
1. ემილი ჰენრის "People We Meet on Vacation"
2020 წლის ერთ-ერთი პოპულარული რომანის “Beach Read”-ის ავტორი, ემილი ჰენრი კიდევ ერთ საზაფხულო ნოველას გვთავაზობს. წიგნი გვიყვება ორი ერთმანეთისგან სრულიად გასხვავებული მეგობრის ფრენკის და პოპის თავგადასავალს.
ისტორიის თანახმად ახალგაზრდებს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ, თუმცა ეს კავშირი რამდენიმე წლის წინ სრულიად გაწყდა. საინტერესო ეტაპი მაშინ იწყება, როდესაც ისინი ერთმანეთს ისევ შეხვდებიან და ერთად მოგზაურობას გადაწყვეტენ.
2. ტეილორ ჯენკინს რეიდის "Malibu Rising"
წიგნის ავტორი გამორჩეულია ამაღელვებელი წერის სტილით, მისი ნაწარმოებების უმეტესობას ერთი ამოსუნთქვით წასაკითს უწოდებენ. ეს წიგნის არ არის გამონაკლისი. “Malibu Rising”-ი აღწერს ლეგენდარული როკ ვარსკვლავის მიკ როვას ოჯახის ტრაგიკულ თავგადასავალს. მათი ცხოვრება 24 საათში თავდაყირა დგება. მოქმედება როვას შვილების ტრადიციულ წვეულებაზე ვითარდება, რომელსაც ყველა მოუთბენლად ელოდება, გარდა უმცროსი ნინასა, რომელიც მეუღლემ ახლახანს მიატოვა. გასაოცარ სადღესასწაულო გამწყობა მალევე ყველას უქრება, როდესაც სახლს წვეულების მეორე დილას ხანძარი უჩნდება. ტრაგედიასთან ერთად მჟღავნდება ოჯახის არა ერთი საოდუმლო
3. კრისტინ ჰანას “The Four Winds”
კრისტინ ჰანას ხელწერისთვის დამახასიათებელია ემოციური და გულის ამაჩუყებელი ფანტასტიკური რომანები. “ოთხი ქარი” ვიყარდება ტქესასში, 1934 წლის დიდი გვალვის პერიოდში. მთავარ გმირ, ელზას წინ უმნიშვნელოვანესი არჩევანი უდგას - დარჩეს და იბრძოლოს თავისი მიწის, სახლისა და საზოგადოებისთვის თუ გამოიყენოს შანსი და გაემგზავროს კალიფორნიაში უკეთესი ცხოვრების იმედით.
ეს არის ამერიკული ოცნების ძიების ისტორია, ერთ-ერთი მტკივნეული და შოკისმომგვრელი მოგზაურობა, რომელიც, სავარაუდოდ, ბევრ მკითხველს ცრემლსაც მოჰგვრის.
4. ლორა დეივის "The Last Thing He Told Me"
წიგნი მოგვითხრობს ამერიკული ოჯახის ისტორიას. “დაიცავი ის” - ეს იყო ოუელ მაიკლის ბოლო წერილი ცოლისთვის, სანამ გაუჩინარდებოდა. სავარაუდოა, რომ ოუენი ამ სიტყვებში თავი ქალიშვილს გულისხმობს. სანამ მეუღლე და შვილი მას ელოდებიან, FBI მათთან ორ აგენტს გზავნის, რათა ოუენის გაუჩინარების მიზეზი გაიგოს.
5. ამორ ტოუვლის "The Lincoln Highway"
სიუჟეტი 18 წლის ემეტ უოთსონის გარშემო ვითარდება, რომელიც არარსულწლოვანთა სამუშაო ბანაკიდან თავისუფლდება. მთავარი გმირი იქ უნებლიე მკვლელობისთვის მოხვდა. უოთსონს მშობლები აღარ ჰყავს, დედა ემიგრაციაშია, მამა კი, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, არც მშობლიური სახლი და მეურეობა გააჩნია - ისინი ბანკმა ჩამოართვა. ბიჭის მთავარი მიზანი უმცროსი, 8 წლის ძმის, ბილის მოძებნა და მასთან ერთად კალიფორნიაში გამგზავრებაა. გაქცევამდე ემიტთან მისი 2 ბანაკის მეგობარი გამოჩნდება. მათი გამოჩენა თავდაყირა დააყენებს ბიჭის გეგმებს. 
15