გაწვევა სამხედრო სამსახურში

8
ამ ბოლოხანს მთავრობის ინიციატივა სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემის შეცვლის თაობაზე მოქალაქეების აქტიური განხილვის საგანი გახდა, რასაც ნამდვილად მივესალმები...
როგორც ყოფილ სამხედროს მეც მაქვს ჩემი მოსაზრება ამ საკითხზე და მიმაჩნია, რომ აჯობებდა:
1. თავდაცვის ძალები იყოს სრულად პროფესიონალური (არ იყოს გაწვევა).
2. ტერიტორიული თავდაცვის ძალები იყოს ხანმოკლე გაწვევით (არაუმეტეს სამი თვისა).
3. ალტერნატიული სამსახური იყოს ხანმოკლე გაწვევით (არაუმეტეს ექვსი თვისა), სადაც ის წვევამდებელი გადიან სავალდებულო სამსახურს, რომლებიც უარს აცხადებენ იარაღით ქვეყნის დაცვაზე (რელიგიური თუ სხვა მოტივით). ამ სამსახურს ჯარი იყენებს სამედიცინო,  სამშენებლო, საყოფაცხოვრებო და ადმინისტრაციულ სექტორში. თანამედროვე ჯარში ყველასთვის მოიძებნება საქმე.
4. სამოქალაქო თავდაცვა იყოს მოსახლეობის პერიოდული სწავლებებით.
საერთოდ, ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ქვეყნის თავდაცვის ახლებური სისტემის შექმნასა და შესაბამისი გაწვევის მოდელის ჩამოყალიბებაზე საჯარო მსჯელობები აუცილებელია გაგრძელდეს...  
8