„ხელოვანი ყოველთვის განიცდის წნეხს, რაღაც აშფოთებს. ვფიქრობ, იდეალურ პირობებში ხელოვანი უბრალოდ ვერ შეძლებს მუშაობას. მას ჰაერი, სივრცე არ ეყოფა. ხელოვანი რამე წნეხს უნდა განიცდიდეს. არ ვიცი, ზუსტად როგორი უნდა იყოს ეს წნეხი, მაგრამ ეს საჭიროა. თუ სამყაროში წესრიგია, ჰარმონიაა, მას ხელოვნება არ სჭირდება. შეიძლება ითქვას, ხელოვნება მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ სამყარო ცუდადაა აწყობილი “,-
ეს არის გენიალური რუსი რეჟისორისა და სცენარისტის, ანდრეი ტარკოვსკის, სიტყვები,რომელმაც საბჭოთა კავშირის ცენზურისა და მარწუხების პირობებში,მოახერხა
გამხდარიყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეჟისორი.
ვფიქრობ, ანდრეი ტარკოვსკის პორტრეტი ძალიან
საინტერესო გამოვა, რადგან ის იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა ისეთი გენიალური ფილმები, როგორებიცაა
„ივანეს ბავშვობა“, “ანდრია რუბლიოვი“, „სოლარისი“ , „სარკე“, „სტალკერი“ და ჩემთის
ყველაზე საყვარელი ფილმი „ნოსტალგია“. სანამ უშალოდ აღნიშნული ფილმების აზრსა და იდეაზე
ვისაუბრებდე, მანამდე მინდა მოკლედ ვისაუბრო ტარკოვსკის ბიოგრაფიაზე, ბავშვობაზე, მის
სამყაროს, ადამიანებისა და კინოსადმი დამოკიდებულებაზე.
ანდრეი ტარკოვსკი დაიბადა 1932 წლის 4 აპრილის
ცნობილი რუსი პოეტის არსენ ტარკოვსკისა და მარინა ვიშნიაკოვას ოჯახში. 1941 წელს მოხალისედ
იმყოფებოდა ომში, სადაც მიიღო ფიზიკური დაზიანება და დედასთან სოფელში ინვალიდი დაბრუნდა.
სწორედ დედასთნ ერთად სოფელში გატარებული წლები ხდება ტარკოვსკის ფილმების ინსპირაციის
წყარო, იგი საკუთარ ფილმებში ხშირად უბრუნდება ომის დაძაბულობის პერიოდს, სოფელსა და
მშობლიურ სახლს.
ანდრეი საშუალო სკოლის პარალელურად შეისწავლიდა
მუსიკას, გრაფიკას, ფერწერას, 1951 წელს დაუფლა აღმოსავლეთმცოდნეობასაც, რაც მალევე მიატოვა
ტვინის შერყევის მიზეზით, თუმცა არჩეულ პროფესიას გამოჯანმრთელების შემდგომაც არ დაბრუნებია.
1 წლით ტაიგაში იყო სამეცნიერო-კვლევითი ექპედიციაში, საიდან დაბრუნებულმაც სარეჟსორო
ფაკულტეტზე გადაწყვიტა საბუთების შეტანა.სწორედ აქედან იწყება ანდრეი ტარკოვსკის, როგორც
რეჟსორის მოღვაწეობა.
მსოფლიოს კინოს ისტორიაში ანდრეი ტარკოვსკი იყო
იმ ერთეულთა შორის, რომელიც ბერგმანისა და დრაიარეს მსგავსად, კინოში მუდმივად საუბრობდა
ღმერთზე, რწმენაზე, იმედზე, მარადისობაზე, რისი მიზეზიც, ვფიქრობ, ანდრეის სულიერი და შემოქმედებითი
ჭიდილი იყო საბჭოთა რუსეთის დაუძლეველი პრობლემების სივრცეში. ანდრეი ტარკოვსკი იყო
იმ დროში ყვეალზე ევროპელი რეჟისორი, რომელიც ვიზუალური სიფაქიზით, ბრძნული სიდინჯით
და პოეტური ტონალობით ქმნიდა ყველაზე გამორჩეულ, განსხვავებულ და განსაკუთრებულ ფილმებს...
ტარკოვსკის ფილმები არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ
აღმოაჩინოს სამყაროს კანონზომიერება, ან ასახოს სამყაროდან მიღებული შთაბეჭდილებები, მისი
ფილმები კონცენტრირებულია მთლიანად ადამიანის
ბუნებაზე, სამყაროზე, ფსიქიკასა და შინაგან ძვრებზე. ასევე, ანდრეის ფილმების უმეტესობა
არის ღმერთზე, რწმენაზე, თუმცა უპირველესად ის უნდა აღინიშნოს, რომ ტარკოვსკი ყოველგავრი
პათეტიკურობისა და მორალის კითხვის გარეშე ახერხებს რელიგიაზე საუბარს. ანდრეი თავის
ფილმებში ყოველთვის აქცენტს აკეთებდა არა სიტყვებზე, არამედ კამერის მოძრაობაზე, ფერებზე, გარემოსა და პერსონაჟებზე...
როდესაც ტარკოვსკის პორტრეტზე ვსაუბრობთ, გვერდს
ვერ ავუვლით მის ბავშვობის წლებს, რადგან ანდრეისთვის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ბავშვობა იყო, რომელმაც შემდგომ მისი შთაბეჭდილებების
ჩამოყალიბება განაპირობა. ამიტომ, გთავაზობთ ქართულ ენაზე თარგმნილ 1983 წლის ინტერვიუს, სადაც
ტარკოვსკი კარგად საუბრობს თავის ბავშვობის წლებზე.
· ანდრეი მოყევი შენი
ბავშვობის შესახებ
ჩემი ბავშვობა ძალიან კარგად მახსოვს, რადგან ჩემთვის
ცხოვრებაში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, რამაც განაპირობა ყველა ჩემი შთაბეჭდილება, რომელიც
მერე ჩამომიყალიბდა გვიანდელ პერიოდში. ბავშვობა ეს არის ადამიანის ცხოვრების პერიოდი, რომელიც
განაპირობებს მთელს მის მომავალს, ჩემი თვალსაზრისით.განსაკუთრებით, თუ ეს მომავალი ხელოვნებასთანაა
დაკავშირებული.
· ანდრეი,იპოვეთ ის,რასაც
ეძებდით ბავშვობაში?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია.არ შემიძლია ვთვა, რომ მერე ვიპოვე
რაღაც, რასაც ბავშვობაში ვეძებდი. ბავშვობაში მე არ მსურდა გავმხდარიყავი არც მუსიკოსი
და არც მხატვარი. მე მცენარეული ხასიათის წყობა მქონდა.ცოტას ვფიქრობდი, აღვიქვამდი
და ვგრძნობდი. როდესაც მე მახსენდება ბავშვობა, მე მახსენდება დრო, როცა ჩემ წინ იყო
მთელი ცხოვრება, როცა ვგრძნობდი, რომ ყველაფერი წინ მქონდა. არ ვიცი წავიდა ბავშვობა
თუ ჩემთნ ერთად დარჩა. ხანდახან თავს ვგრძნობ ძალიან დაკარგულად, როცა ვაანალიზებ, რომ
ბავშვობა წავიდა , რადგან მაშინ სხვაგვარად ვგრძნობდი ყველაფერს. მაგრამ არა, ჩემთვის
ბავშვობა რჩება ძირითად საბაზისოდ, შესაძლებლობად ჩემი შემოქმედებისთვის. ყველაფერი
, რაც მე მიბიძგებს ფილმის შექმნისკენ, ეს არის დაკავშირებული ჩემს ბავშვობასთან.
ახლა უშუალოდ მინდა ვისაუბრო ანდრეის იმ გენიალურ ფილმებზე, რომლებსაც ყველაზე მეტად ვაფებ მის შემოქმედებაში.
განხილვას ანდრეი რუბლიოვით“ დავიწყებ, რომელიც ყველაზე რელიგიური ფილმია ტარკოვსკის შემოქმედებაში.ეს ფილმი არ არის ბიოგრაფიული, იგი მთლიანად ანდრეი რუბლიოვის, მე-16 საუკუნის რუსი ხატმწერის პიროვნებაზე, მის ღმერთთაან დამოკიდებულებასა და განწმენდაზე მოგვითრობს. ანდრეის ღმერთი ზოგადია და არა კონკრეტული, იგი ყველაფერშია, ანდრეის არ სჭირდება რიტუალები, რომ ღმერთთაან სიახლოვე იგრძნოს. მისი ღმერთი მიმტევებელი და კეთილია, რომელიც არაფერს არ ითხოვს გარდა სიყვარულისა, ამიტომაც იტანჯება რუბლიოვი. მისი ღმერთი არავის აშინებს და ემუქრება ჯოჯოხეთით. ხატმწერი მხოლოდ სიყვარულს ხედავს რელიგიაში და ამიტომააცა რომ ტარკოვსკი მხოლოდ მის ხატებს აჩვენებს მთელს ფილმში ფერადი კადრებით.
მეორე ფილმი, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ეს არის „სარკე“, რომელიც ტარკოვსკიმ 1974 წელს გადაიღო. ეს ფილმი არის რეალობისა და სიზმრის საოცარი შერწყმა, სინთეზი, რომლითაც ანდრეი თავის ბავშვობისდროინდელ სიზმრებსა და შეგრძნებებს გვიზიარებს.
როცა ტარკოვსკის ფილმებზე
ვსაუბრობთ, დანაშაული იქნება არ ვახსენოთ ფილმი „ნოსტალგია“, რომელმაც მსოფლიო კინომატოგრაფიაში
გადატრიალება მოახდინა.“ ნოსტალგიას“ ნაკლებად შეიძლება ფილმი ეწოდოს, ეს არის მთლიანად
პოეზია, მარტოოობაზე, ადამიანურ ტანჯვასა და გაუცხოვებაზე, სამყაროში დაკარგვასა და ისეთ
ნოსტალგიაზე, რომელიც შინაგანად არ გასვენებს და განადგურებს. ეს ყველაფერი ანდრეიმ
შეძლო და ყოვლად უხმაოროდ, ზედმეტი სიტყვებისა და დიალოგების გარეშე მოიტანა მაყურებლამდე, რაც
ალბათ მხოლოდ ტარკოვსკის შეეძლო.
ასეთი იყო „კადრების მეფე“ ყოვლად გამორჩეული და განსაკუთრებული
რუსი რეჟისორი ანდრეი ტარკოვსკი, რომელმაც თავისი ფილმების სახით მსოფლიოს უდიდესი საგანძური დაუტოვა.