„გზავნილი ზეცაში“ | შობის იდუმალი ღამე

19
შობის იდუმალი ღამეა. სოფლის ყოველ კუთხეში გალობისა და რამდენიმე წამში ერთხელ  სტიქაროსნის სულისშემძვრელად ჩამოკრული ზარის ხმა ისმის.
სოფლის ცენტრში ხალხი ირევა.
დიდი თუ პატარა ყველა გულით მოიჩქარის, ზეცაში სურვილის გასაგზავნად.
მოლოდინი, ემოცია, ყველაფერი ერთად იყრის აქ თავს, დიდი სოცლის პატარა შუაგულში.
დიახ, ამ დიდი სოფლის შვილი იყო ნიკო, ასაკით პატარა, მაგრამ ღირებულებებით, ინტელექტით, სიყვარულით, ასაკთან შეუსაბამო - გენიოსი! 
დღეს გავიგე, წინა წელს ზუსტად  6 იანვარს ჩამოსულა ჯგალში, შობას აქ რომ შემხვდარიყო.
მართლაც რომ იდუმალი ღამეა.
22 წლის ნიკოსთან 22 წითელს გულს ვგზავნით - ტკივილით, მონატრებით გაჯერებულს და უამრავ თეთს ბუშტს - სიყვარულით ამოვსებულს.
სინამდვილეში ეგ ტკივილი, სიყვარული და მონატრება აუწონელია და ცხადია, ვერც დაითვლება...
ეს კი დღევანდელი იდუმალი შობის ღამის ვიდეო.
იხილეთ: https://fb.watch/anfNmXdIHj/
#feedc #ჯგალი #ნიკოკვარაცხელია #მომავლისბიჭი #გზავნილიზეცაში
19