“სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს'' - გრიგოლ ხანძთელი.
მართლმადიდებლური ეკლესია დიდი მოღვაწის, ”ზეცისა კაცი და მიწის ანგელოზი” ✨✨✨ხსენების დღეს აღნიშნავს♥️
დღეს 18 ოქტომბერია, ჩემთვის ეს დღე უმნიშვნელოვანესია, სხვადასხვა გარემოებების გამო(ამაზე სხვა დროს) არ ვიცი კიდევ რა დატვირთვას
მიიღებს ისტორიულად ეს დღე, მაგრამ მე ამ ქვეყნის ერთ - ერთმა მოქალაქემ იზა ომაძემ მინდა დიდი მადლიერება გამოვუხატო ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს იმ ჯილდოსთვის რომელიც ჩემს ნიკოს გადასცა და ჩემს არასრულწლოვან შვილებს , რომელთა თავს რა ხდება მხოლოდ ღმერთმა და მშობლებმა ვიცით , საშუალება და ხალისი მისცა ცხოვრების გაგრძელებისა, მე კი მომცა ბრძოლის უნარი რომ ნიკოს გამოუძიებელი საქმე ბოლომდე მივიყვანო🙏
სანამ ცუდი აზრი ვინმეს ცუდს გაფიქრებინებთ, ნიკო კვარაცხელიას დახვრეტის კადრები გაიხსენეთ და თქვენი სახელით და გვარით ნებისმიერ აზრს მოვისმენ! ორი წელი საქმის გახსნას გთხოვთ ამაოდ…
მეგობრებო მხოლოდ სიკეთე გაგიღებთ სამოთხის კარს!♥️
როგორც ავღნიშნე ჩემი გამოსვლისას ჩემი დიდი პატივისცემა და მადლიერება!!!