გიგა ლაპიაშვილი მეგობრებთან ერთად I გამოფენა Hermit Space-ში

9
28 იანვარს, 17:00 საათზე გალერიაში "Hermit Space" გაიმართება გიგა ლაპიაშვილის გამოფენა "გიგა ლაპიაშვილი მეგობრებთან ერთად". 
გამოიფინება გიგა ლაპიაშვილის მიერ 2023 წელს შექმნილი ფერწერული ნამუშევრები.
ფერმწერი და სცენოგრაფი გიგა ლაპიაშვილი წლების განმავლობაში უძღვებოდა სამხატვრო აკადემიის თეატრალურ-დეკორაციული მხატვრობის სახელოსნოს, რომელიც მამამისმა, ცნობილმა მხატვარმა ფარნაოზ ლაპიაშვილმა დააარსა.
გამოფენილ სურათებზე ასახულია სპონტანური კადრები მხატვრის ცხოვრებიდან. ისინი სავსეა განწყობით, იუმორით და ზოგან, სევდით. მანერა - თავისუფალი და მდიდარი. გიგას ფერწერა აღმოჩენაა პროფესიონალებისთვის და მხატვრობის მოყვარულებისთვის.
ეს გამოფენა აჩვენებს ახალ ეტაპს მის შემოქმედებაში: ახალი ექსპერიმენტების და ახალი ფერწერული აზროვნების დასაწყისს.
გიგა ლაპიაშვილთან ერთად გამოფენაზე ნახავთ მისი მეგობრების, სხვადასხვა თაობის მხატვრების: ლევან ხარანაულის, ლევან ჭოღოშვილის, მამუკა ცეცხლაძის, კლაუს ჰიპის (გერმანია), ლევან ჭიჭინაძის, ირა ლავრინენკოს, გიორგი რურუას, პოლიკო ქლიბაძის, მაკა დადიანი (შვეიცარია) და ახალგაზრდა მხატვრების: ეკატერინე თოთლაძის, თეკლა კობახიძის, გიორგი კორთხინჯიას ნამუშევრებს.
9