გიზას დიდი პირამიდის განედი სინათლის სიჩქარის რიცხობრივ მნიშვნელობას ემთხვევა

4
დამთხვევა? 🤔 დიახ.
სინათლის სიჩქარე წამში 299 792 458 მეტრია, ხოლო გიზას დიდი პირამიდის განედი გახლავთ 29, 9792458°N.
სინათლე ვაკუუმში გადაადგილდება 299 792 458 მ/წმ სიჩქარით, რაც სიჩქარის აბსოლუტური ზღვარია, ჯერჯერობით მაინც.
გიზას დიდი პირამიდის განედი მართლაც არის 29, 9792458°N, მაგრამ ამავე განედზე სხვა ლოკაციებიც არაერთია.
ძველი ეგვიპტელები არ იყენებდნენ მეტრებს, რადგან მეტრი არ იყო განსაზღვრული 1791 წლამდე.
როგორც IFLScience-ი Snoopes-ზე დაყრდნობით იტყობინება, ძველი ეგვიპტელები იყენებდნენ წყრთებს და სინათლის სიჩქარე დაახლოებით 571 033 253 წყრთაა წამში.
რაც არ უნდა შთამბეჭდავი იყოს ეს დამთხვევა, ძველ ეგვიპტელებს არ გაუზომავთ სინათლის სიჩქარე და არც გრძედისა და განედის მეშვეობით ახდენდნენ ორიენტირებას.
— Terra
4