გიზიარებთ რჩეულ ციტატებს, რომელიც ვინ იცის რამდენჯერ მოგხვედრიათ თვალში😊

12
პირველრიგში მიხარია, რომ წიგნის აზრი გავიგე და მივხვდი რისი თქმა უნდოდა მწერალს.უფრო მეტად შემიყვარდა დოჩანაშვილი.. ყოველი ნორმალური წიგნის წაკითხვის შემდეგ, ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ. ეს წიგნი აკეთილშობილებს ადამიანს და მცირედი დანაშაულისა თუ აუგი საქმის ჩადენის სურვილს ძირშივე კლავს.
  • დედამიწას სიყვარული ატრიალებს დომენიკო.. ასე რომ არა დაიქცეოდა, ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, დომენიკო, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა..
  • არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი ადრე მოკვდება თუ გვიან, მთავარია, რას დატოვებს ამ ქვეყნად.თუ ადამიანმა სიყვარული დატოვა, მაშინ აზრი ჰქონია მის ცხოვრებას.
  • ვეღარ მოითმინა, განზე მიაბრუნა თავი და მხარუკუღმა დაუღრიალა- ადამიანის სიკვდილს რაღად მაყურებინეეთ?!! მაშინვე მშვიდად უპასუხეს: ადამიანი, რომ გყვარებოდაა..
  • არაფერი ისე გადამდები არ არის, როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი.
  • ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, ზუსტად იგივე.
  • ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქალაქი, მაგრამ ხანდახან არ ვიცით ხოლმე.
  • ერთი იცოდე,დომენიკო.. ის ნიადაგი, სადაც მცენარე-მტაცებელი იზრდება, ცუდია.მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება, ნიადაგის ბრალია, კარგად დაიმახსოვრე ეს..
  • ქვეყნად არაფერი ქრება დომენიკოო….
12