გილოცავ გენიოსო!და პოეზია ტრიალებს ეხლა, მხოლოდ ტერენტი გრანელის ირგვლივ❤️

12
ბავშვობიდან განსაკუთრებით მიყვარდა გრანელის პოეზია. “მე მეშინია ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა”. მას სჯეროდა სულის უკვდავების.ბავშობაში გადახდენილმა ბევრმა უბედურებამ სევდიანი და გულჩათხრობილი გახადა. 25 ნოემბერს წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის, სამსონ კვირკველიას ოჯახში დაიბადა ტერენტი გრანელი.დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. მამამ ცოლად ერთი ქალი შეირთო, რომელიც საბედნიეროდ მოსიყვარულე დედინაცვალი აღმოჩნდა.კითხულობდა ძალიან ბევრს, განსაკუთრებით პოეზიას. მისი ლექსები სავსეა დაუდგომელი სულის ტანჯვის ბევრი მაგალითით. ასეთი სულის პატრონს რაღაცის შეცვლა, გაქცევა, წასვლა სურდა, მაგრამ სად ?! არა სიცოცხლე, არა სიკვდილი არამედ რაღაც სხვა, როგორც თვითონ ამბობდა.გრანელი მისი ფსევდონომი, ლათინური სიტყვა “granum“, რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია: “მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო.. დაა მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე. მე მივმართავ მთელ მსოფლიოს მე მინდა გაფრენა. არა სიცოცხლე არა სიკვდილი არამედ რაღაც სხვა. არ არიან სიტყვები გრძნობისათვის..გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი.. მე მინდა ისევ გრიგალში შესვლა და ისევ მოდის მაღალი ფიქრი. და პოეზია ტრიალებს ეხლა, მხოლოდ ტერენტი გრანელის ირგვლივ.
12