გუდარეხის კოშკი

6
გუდარეხის კოშკი მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გუდარეხში, გუდარეხის მონასტრისკენ მიმავალ გზაზე. იგი XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება. როგორც ჩანს, გუდარეხის კოშკი ალგეთის სისტემის სასიგნალო-სათვალთვალო კოშკების სისტემაში შედიოდა (ბირთვისი, ტბისი, ფარცხისი და სხვა). ვიზუალურად იგი ალგეთის ხეობის მოპირდაპირე მხარეს განლაგებულ ტბისის სამონასტრო კომპლექსთანაა დაკავშირებული. შენობის ჩრდილოეთ მახრეს, მეორე სართულზე, გაჭრილია ტრაპეციის ფორმის კარი. სართულები ერთმანეთს უკავშირდება კედლების სისქეში მოწყობილი კიბეებით. პირველი სართული ყრუა, შემდეგ სართულებზე კი სათოფურები გვხვდება. მეხუთე სართულზე მოწყობილია მაშიკულები და გაჭრილია კარი, რომელიც ხის აივანზე გადის. 
კოშკიდან იშლება პანორამული ხედი და კოჯრის ციხეც კი ჩანს
6