14 ოქტომბერს, 18:00 საათზე გურამ წიბახაშვილის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით გადაწერა გაიხსნება ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.
გურამ წიბახაშვილი საქართველოს სახელოვნებო სივრცის ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანია, მისი შემოქმედება მოიცავს ფოტოგრაფიას, რომელიც საქართველოს თანამედროვე ისტორიის დროის გარდამავალი ფაზების კვლევას, კულტურული კოდების, ფასეულობების ჩანაცვლების, პოლიტიკურ აქტივიზმის მიმდინარე პროცესებს ასახავს. ფოტოგრაფიის გარდა ხელოვანი ქმნის კონცეპტუალურ ობიექტებს, ჩანახატებს, კოლაჟებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები სხვადასხვა სერიას და მედიუმს აერთიანებს, მათ შორის პირველად არის წარმოდგენილი ხელოვანის გრაფიკული ნამუშევრების სერია, რომლებიც დროში და სივრცეში გარდამტეხი მოვლენების იდეოლოგიური ცვლილებების კვლებას ეხება. სიტყვა გარდამტეხს აქ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, თუ კი დროის ფორმებს განვიხილავთ, ბიოლოგიური დრო შედგება სტატისტიკურად განსაზღვრული ზომისაგან, დაბადებიდან გარდაცვალებამდე, ისტორიული დრო ცვალებადია და მოქმედებათა შორის ინტერვალი მუდმივად იცვლება. მოქმედების დასაწყისი და ბოლო ობიექტურად, პირობითად ირღვევა, ხოლო მათ შორის მოქმედებები კი სწორედ ისტორიული დროის განმსაზღვრელი ფაქტორებია. ისტორიული დროის ფორმირებას, აწმყოში აქტუალური მოვლენები ქმნან, და მაშინ მემატიანის კვლევის ცენტრში აქტუალურობის განსაზღვრება ექცევა. ჯორჯ კუბლერი საკუთარ კვლევაში “დროის ფორმები” აქტუალურობას განსაზღვრავს როგორც - შუქურას ნათებებს შორის სიბნელეს, საათზე წამებს შორის ინტერვალს, წარსულსა და მომავალს შორის უფსკრულს, ორ მაგნიტურ პოლუს შორის მბრუნავი მონაკვეთს, მოვლენებს შორის არსებული სიცარიელეს.
აქტუალურობა ყოველთვის გვიცვდება ხელიდან, რადგან აწმყოში, აღქმის სისწრაფე შეზღუდულია, ისევე როგორც მისი გავრცელების სისწრაფე; მხოლოდ მომავლიდან ხდება აქტუალურობის აღქმა და გადააზრება. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები არ არის მხოლოდ, დოკუმენტალური რიგი მოვლენების შესახებ, წიბახაშვილის ხელოვნება საქართველოს 80-იანი წლებიდან იმ მოვლენებს შორის ინტერვალს, სიცარიელეს, ასახავს, რაზეც კუბლერი საურბრობს, სადაც აწმყოში ჩვენი თვალისათვის მიუწვდმელი აფეთქება ხდება, შემდეგ კი მხოლოდ სინათლის სიგნალების სახით მოსულ პროექციას აქტუალურ რეალობად აღვიქვამთ.