გურამ წიბახაშვილი I Photographs never shown before

8
გურამ წიბახაშვილი თბილისში დაფუძნებული ფოტოგრაფია. 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. აქვე სწავლობდა ფოტოგრაფიის თეორიას.
გურამ წიბახაშვილი ქართული ფოტოგრაფიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მისი დოკუმენტური და ქუჩის ფოტოგრაფია 1980-იანი წლებიდან დღემდე ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ქვეყნისა და ახალგაზრდული კულტურების უმნიშვნელოვანეს დოკუმენტაციას ინახავს.
გურამ წიბახაშვილი მრავალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის მონაწილე გახლავთ. მისი ნამუშევრები დაცულია ბრუკლინის ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვისა და თესალონიკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში; ასევე კერძო კოლექციებში გერმანიაში, აშშ-ში, ამსტერდამსა და თბილისში.
გუშინ, 6 აპრილს, "LICHT GALLERY"-ში გურამ წიბახაშვილის გამოფენა გაიხსნა, რომელზეც წარმოდგენილია ფოტოგრაფის აქამდე გამოუქვეყნებელი ფოტოები. 
ნამუშევრები საგამოფენო სივრცეში 5 მაისამდე დარჩება. 
გურამ წიბახაშვილის ნამუშევრები: 
Source: Ninogogegallery
8