გწამდეს და ყველაფერი გამოვა

10
ზუსტად ერთი წლის წინ, ამ დროს გავხდი აბიტურიენტი ჩემს ცხოვრებაში ახალი, მნიშვნელოვანი და ამავდროულად საპასუხისმგებლო ეტაპი დადგა. ერთი მხრივ, ცხოვრებისეული გამოცდა მელოდა წინ და მეორე მხრივ, რეალური გამოცდა, რომელიც უნდა ჩამებარებინა და მიმეღო ახალი სტატუსი , , სტუდენტი'', რა თქმა უნდა, ასეც წარიმართა ყველაფერი და მე დღეს სტუდენტი ვარ იმ სასწავლებლის სტუდენტი, სადაც მოხვედრა ჩემი დიდი სურვილი იყო და მით უფრო იმ ფაკულტეტზე ვისწავლი, რომელზეც ექვსი წლიდან ვოცნებობ დღემდე. ნელი ნაბიჯებით სრულდება სურვილები და წინ და წინ მივდივარ ამას ვამჩნევ და მადლიერი ვარ უფლის, შემდეგ კი სამყაროსი, თუმცა მანამ, სანამ სასურველ უნივერსიტეტში ჩავირიცხებოდი უამრავი სირთულე გამოვიარე...ემოციურად დაძაბული, ნერვიული, შფოთვით სავსე დღეები იყო. პერიოდი, როგორც საინტერესო, სწავლით, მონდომებით, მუშაობით, შრომით, მოწადინებით სავსე და ამასთან ერთად დამღლელი, ხანაც მოსაბეზრებელი (ეს უფრო ბოლო პერიოდი, როცა ყოველდღ დადიხარ მასწავლებელთან და უხეშად, რომ ვთქვა ერთი და იგივეს , , ღეჭავ''), თუმცა ამ ყველაფრის ფონზე არასდროს ჩამიგდია არცერთი გაკვეთილი, დავალება, არ მიზარმაცია, პირიქით, როცა ვერ ვახერხებდი მასწავლებელთან მისვლას სერიოზული მიზეზების გამო მაშინაც კი დავჯდებოდი ოთახში და ვიწყებდი ორ საათიან გაკვეთილს, რომ ამენაზღაურებინა გაცდენილი...უფრო მეტიც, მასწავლებელთან სიარულის, მათი მოცემული დავალებების გარდა მე თვითონ, როცა მქონდა თავისუფალი დრო ამ დროსაც მეცადინეობაში ვატარებდი ჩემივე სურვილით იმ მიზნით, რომ, რაც შემეძლო მეტი და მეტი მემეცადინა და საუკეთესო ხარისხი ჩამედო თითოეულ საგანში.გამიმართლა თითოეულ მასწავლებელში ისინი ხედავდნენ ჩემს მუშაობას, მონდომებას, სწავლას და ეს დამიფასეს მათი მადლიერი ვარ...ისაა საუკეთესო მასწავლებელი ვინც მოსწავლეს დიდ მოტივაციას აძლევს და უფრო მეტიც, ფრთებს ასხამს, რომ , რაც შეიძლება მაღლა გაფრინდეს და დაიპყროს თავისი მწვერვალი.დიახ, რთულია აბიტურიენტობა განსაკუთრებით მათთვის ვინც სწავლობს, რადგან მათ სულ სხვა სურვილები, მისწრაფებები და მიზნები აქვთ სხვებისგან განსხვავებით.იმედია არავინ გამიგებს არასწორად და არ ჩამითვლით უსამართლო, ცივ და უარყოფით კომენტარად, თუმცა რაც ვნახე, რასაც დავაკვირდი მეც იმას დავწერ.აბიტურიენტები, რომლებიც ბოლო წელს ფხიზლდებიან და ნელ-ნელა იხედებიან სწავლისკენ მიმავალ გზაზე მათ არა აქვთ მისწრაფებები ეს სურვილები დროთა განმავლობაში უჩნდებათ და მათი მთავარი მიზანი უბრალოდ ჩაბარებაა...გადამსვლელი ქულის აღება და რომელიღაც სასწავლო დაწესებულებაში მოხვედრა. იმედია, რომ არ შემედავებით, მაგრამ ესაა სამწუხარო რეალობა მათ მხოლოდ ეს ინტერესი აქვთ, მაგრამ მოსწავლეს, რომელსაც სურს საუკეთესო შედეგის დადება, სასურველ უნივერსიტეტში ჩაბარება და გრანტის აღება სხვა მიზნები ამოძრავებს.
მთელ წელს შრომაში, სწავლაში თუ გაატარებთ აუცილებლად დაგიფასდებათ ეს ყველაფერი, მაგრამ აქვე შევეხები მეორე საკითხსაც უშუალოდ გამოცდების პერიოდს, სადაც გამართლება, ბედ-იღბალი დიდ როლს თამაშობს შესაძლოა შენ მთელ სულსა და გულს დებდე ამა თუ იმ ნაწერში, თუმცა იქ ისეთი რამ მოვიდეს, რაც პირიქით, შენს შესაძლებობებს ჩრდილქვეშ დააყენებს.ამას ემატება ემოციური ფონი, ნერვიულობა, შფოთვა უშუალოდ გამოცდების დროს...ძალიან რთულია ეს პერიოდი დაძაბულობა პიკს აღწევს, წინასწარ ფსიქოლოგიურად უნდა განეწყო მე ასეც მოვიქეცი, ვეცადე ყოველშემთხვევაში, მაგრამ ჩემი ემოციური ბუნებიდან გამომდინარე არ გამოვიდა.ნერვიულობა ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს გამოცდისას.თუ ვინმე გეტყვით არ ინერვიულოო დიდი სისულელე იქნება ეს, რადგან შინაგანი შფოთვა მაინც არსებობს ამიტომ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ აკონტროლოთ ნერვები, რაც მე პირადად არ გამომივიდა.შემდეგი ეტაპი უკვე არის ქულების დადება, ეტაპი, როცა იგებ შენს შედეგს ერთ-ერთი მძიმე მომენტია, რადგან ყველა ფიქრი იყრის თავს დადებითი თუ უარყოფითი...ყველაფერზე გეფიქრება ნეტავ, კარგად დავწერე? ან იქნებ არ გამოვიდა...მეც მქონდა, რა თქმა უნდა, მსგავსი ფიქრები, რომლებიც მაწუხებდნენ იმედს, მოტივაციას, ძალას, ენთუზიაზმს მართმევდნენ...გათანაბრება ანუ ქულათა მომატება გამოიცანით და ამ საკითხშიც არ გამიმართლა, აი შემდეგ კი მნიშვნელოვანი, საბოლოო შედეგის დრო დგება, როცა გულის ცემა მატულობს ... იმის ფონზე, რომ კმაყოფილი ვიყავი საკუთარი შედეგებით, შრომით მაინც მქონდა ეჭვები, ღელვა, ცოტა არ იყოს და იმედიც გამიქრა, რადგან ვიცი ბევრ მაღალქულიანს არ უმართლებს და ვერ გადის გრანტზე, ...მაგრამ სასწაულები ხდება...ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე რასაც არ ელი სწორედ ის ხდება...ტელეფონში ვტვირთავ საიტს, ვხსნი , ვწერ პირად ინფორმაციას უემოციოდ, უიმედოდ და ეკრანზე გამოისახება ის უნივერსიტეტი, რაც პირველ ადგილას მეწერა ბოლოს, კი ქვემოთა ველში წერია გრანტის პროცენტი...თავიდან სხვისი მეგონა, ემოციებისგან არ მჯეროდა, გამოვედი ისევ ახლიდან შევედი და იგივე მონაცემები ეწერა...გავშრი და ამ მოულოდნელობას უფლის სასწაული დავარქვი...მიხარია, რომ დაფასდა ჩემი შრომა...მადლობა უფალს ამ საჩუქრისთვის, მადლობა სამყაროს ამ სიხარულისთვის...ასე, რომ გწამდეთ ჯერ საკუთარი თავის, თქვენი შესაძლებლობები არასდროს უარყოთ, გჯეროდეთ იმ ძალის, რომელიც უფალს გააჩნია, ირწმუნეთ სასწაულების არსებობის…
10