"უცხოეთის აგენტების" კანონის მიღების პროცესი კულმინაციას უახლოვდება. დაინიცირებიდან დაახლოებით ერთი თვის თავზე, 13 მაისს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი შედგება, ხოლო 14 მაისს, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილება და გაიმართება კენჭისყრა.
ქართული საზოგადოების აზრი ამ თემასთან დაკავშირებით ცალსახა და მკაფიოა, ამის დასტურია ერთ თვიანი, შეუჩერებელი საპროტესტო სერია და დემონსტაციები, რომელზე გამოსული ხალხის რაოდენობა დღითიდღე იზრდება.
გუშინ, 11 მაისს აქცია-მარშს, ევროპის მოედანზე 200 000 ათასი ადამიანი ესწრებოდა.
Visioner-ის განცხადებით "აქცია ყველაზე მასშტაბური იყო საქართველოს თანამედროვე ისტორიაშ. World Military-ის მიერ Mapchacking-ის შეფასებით, სულ მცირე 200 000 ადამიანი იყო, მაგრამ მთლიანობაში, დღის განმავლობაში ალბათ, 300 000-ს მიუხალოვდა"
როგრც უკვე აღვნიშნეთ, მომდევნო ორი დღე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან საპარლამენტო უმრავლესობა "რუსული კანონის" საბოლოო დამტკიცებას გეგმავს.
ყველაზე მასშტაბური აქცია იგეგმება:
12 მაისს, თბილისში, პარლამენტის წინ - აქცია დაიწყება 22:00 საათზე და გაგრძელდება დილამდე. დემონსტრანტთა მთავარი მიზანი დილის 09:00 საათზე სხდომაზე მოსული პარლამენტარების დახვედრაა.
"გავათენოთ საქართველოსთვის"
აქციები საქართველოს საზღვრებს გარეთ:
12 მაისი, 15:00 I ვენეცია
Venice Biennale Georgian Pavilion
12 მაისი, 15:00 I ნაპოლი
Piazza Garibaldi
12 მაისი, 16:00 I ბარსელონა
Placa de Catalunya
12 მაისი, 16:00 I მადრიდი
Consulado de Georgia
13 მაისი, 18:00-20:0 I ნიუ-იორკი
Brighton 4th & broadwalk
14 მაისი, 18:30-20:30 I პარიზი
Place du Pantheon
17 მაისი, 17:30 I ბრიუსელი
EU Comission
17 მაისი, 18:30 I ლონდონი
Embassy of Georgia