დავით სარაჯიშვილი და სპირტიანი სასმელების წარმოება

6
ყველამ კარგად ვიცით, რომ დავით სარაჯიშვილი ერთ-ერთი იმ ქართველთაგანი იყო, რომელიც მეწარმეობას, ქველმოქმედებას და მეცენატობას კარგად უთავსებდა ერთმანეთს. 
მისი ფინანსური მხარდაჭრით უცხოეთში განათლება ბევრმა, შემდგომში უკვე, გამოჩენილმა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო. 
ამ შემთხვევაში მინდა სარაჯიშვილის მაღალ ალკოჰოლური სასმელების წარმოება გაგაცნოთ.
1878 დავითი გაემგზავრა საფრანგეთში მევენახეობისა და მეღვინეობის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესასწავლად.   საფრანგეთში ყოფნისას სარაჯიშვილი დაინტერესდა კონიაკის წარმოებით. აქ შეძენილმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ იგი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ საქართველო ნიადაგურ-კლიმატური გარემო და ვაზის მრავალი ჯიში კარგ პირობებს ქმნის კონიაკის წარმოებისათვის. 1884 წელს სარაჯიშვილმა ხელი მიჰყო მრეწველობას და კავკავში არყის ქარხანა შეიძინა. არყის ხდას მოჰყვა ჯერ ლიქიორის ხოლო შემდეგ კონიაკის დაყენება. 1885 სარაჯიშვილმა თბილისში ააგო კონიაკის ცენტრალური საწყობი, სადაც აძველებდა საკონიაკე სპირტს. 1888 თბილისში შეიქმნა სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა, რომელიც მუშაობდა ადგილობრივ ნედლეულის ბაზაზე. იმავე წელს მისივე ინიციატივით ამუშავდა ლიქიორის ქარხანა.
2022 წლის შემოდგომაზე, სარაჯიშვილის სახლში (მწერალთა სახლი) გაიმართა სარაჯიშვილის სპირტიანი სასმელების ეტიკეტების გამოფენა. ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ სარაჯიშვილის ქარხანა კონიაკის გარდა აწარმოებდა საქართველოსთვის ისეთ ეგზოტიკურ სასმელებს როგორციცაა რომი (rum), ზუბროვკა, წიწაკიანი არაყი (პერცოვკა) და სხვ. საკმაოდ საინტერესო იქნებოდა ადგილობრივი წარმოების რომის ან ზუბროვკის დაგემოვნება. ფოტოებზე შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე ეტიკეტი.
6