დაიბადა , შეცვალა და გარდაიცვალა | ნიკო კვარაცხელიას სახელობის ქუჩა მისსავე სოფელში

24
გული ამიჩქარდა და ცრემლი ვერ შევიკავე.
ადგილზე გავიყინე და ფეხი ვერ მოვიცვალე...
ანჯაფარიძის ქუჩაზე 22 წლის ბიჭი ჩაცხრილესო. ვინც არ უნდა ყოფილიყო სულისშემძვრელი ტრაგედიაა, მაგრამ ნიკო ყოფილა, ღმერთო - ორმაგად, სამმაგად უფრო დიდი ტრაგედია.
განცდა დაუცველობის, განცდა მომავლისთვის გენიალური ადამიანის წართმევისა და გაჩერების - ყველაფერმა ერთბაშად დაიწყო ბრუნვა. ცუდი დღე გათენდა და ამას დაემატა ის, რომ საინფორმავიო გამოშვებაზე ეს სიახლე მე უნდა გამეჟღერებინა. ვლაპარაკობდი ნიკოზე და ყოველი სიტვის წარმოთქმისას ვგრძნობდი თითო ჩქმეტას მთელ სხეულზე. ვყვებოდი Feedc-ზე და წარსულში ვიხსენიებდი მის გენიალურ შემქნელს - დასრულდა და ცრემით ამევსო უპეები. ახლაც მახსენდება ის რამდენი წუთი - კოშმარი იყო.
წამია წუთისოფელი!
ეს ნიკოს მედიაპლატფორმა , რომელსაც ყველაზე აქტიურად ვიყენებდი, ალბათ, გასული თვეების განმავლობაში. შემდგომ მქონდა ტაიმაუტი. მას შემდეგ, რაც ფიდსამ ნიკო დაკარგა, მაგრამ მოწოდება - „ნიკოს იდეას ჩვენ გავაგრძელებთ“ დაიწყო, ვცადე ჩემი გვერდის განახლება, მაგრამ ამაოდ.
 ვწერ ახლა, მაგრამ მთელი რიგი ემოციების ქვეშ ვარ. დღემდე არ მეყო ძალა, Feedc-ზე შემოვსულიყავი და გამომექვეყნებინა სტატია ისე , რომ აქ ნიკო არ მეგულება.. მიჭირს, მიმძიმს და განვიცდი... მაგრამ თან ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ , რომ Feedc-ი ჩემთვის ერთ-ერთი „ოჯახის წევრი“ იყო. 6 თვის განმავლობაში ვმუშაობდი ნიკოს კომპანიაში და მქონდა ფუფუნება მეზიარა მისი გენიალური იდეები და მოტივაცია მქონოდა, რომ შეუძლებელი არაფერია.
ამ ასაკში?
22 წლის ასაკში?
გასაკვირია და 22 წლის ასაკში დედის კალთას ვერ შორდებიან მოზრდილები. მაშინ, როდესაც მშობლის ჯიბეს არიან ამოფარებული ან ლოგინიდან წამოდგომა უჭირთ, ნიკომ შექმნა და დაუტოვა მსოფლიოს ის, რაც აუცილებლად დაიპყრობს მწვერვალებს. ადამიანები წლების განმავლობაში შრომობენ, იღწვიან, რომ ისტორიაში კვალი დატოვონ და ამისთვის რიგ შემთხვევაში ათეულობის წელი არ ჰყოფნით, ნიკოს კი მხოლოდ ორი ათეული წელი დასჭირდა თითოეული თქვენგანის გული რომ დაეპყრო და ისტორიაში მეტად საინტერესო ადამიანის სახელით დამკვიდრებულიყო.
დაიბადა , შეცვალა და გარდაიცვალა.
დღეს ნიკოს საყვარელ სოფელში, ჯგალში, ცენტრალურ  ქუჩას მისი სახელი დაერქვა. ნიკო კვარაცხელიას სახელობის ქუჩა, ასე იქნება დღეიდან.
ჰო და, წარმოვიდგინე, რა რთული იქნება ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე თითოეული ნაბიჯი.
დღეს ამაყი ვარ იმ ადამაიანებით, ეს იდეა რეალობად რომ აქციეს. მიხარია ყველა, ვისაც წრფელი სიყვარილი შეუძლია ყოველგვარი პირფერობის გარეშე. ნიკო ყველას უყვარდა, ყველას უყვარს და ეყვარება მუდამ!
მგონია, რომ სიამაყე იწყება ჯგალიდან, მოიცავს მთელ საქართველოს და ცდება ქვეყნის ფარგლებს. 
ნიკო - დაუსრულებელი ნიჭიერება!
24