დამინახე, რომ მოგისმინო!

7

„შეუძლებელია მათი დაინტერესება“, „მათგან არაფერი გამოვა“ , „უბრალოდ განუვითარებლები არიან“ ... რამდენჯერ გამოგიტანიათ მსნელისთვის უინტერესო პიროვნების განაჩენი ?...
„არა, ამ საქმისთვის არ ვარ გაჩენილი“ , „მათ უბრალოდ არ მოვწონვარ“ , „ეტყობა საკმარისად კარგი მეტყველება არ მაქვს“ , „ვიცი, ყველაფერი იმის ბრალია, რომ ინტელექტი მაკლია“... რამდენჯერ გითქვამთ საკუთარი თავისთვის - არ გამოგდის იმიტომ, რომ არ ხარ საკმარისად კარგი?!
არ ვიცი რამდენი იქნება თქვენი გულის ამოძახილი, მაგრამ ვიცი, რომ თითქმის ყველას ცხოვრებაში ერთხელ მაინც ან სხვისთვის, ან საკუთარი თავისთვის დაგვიბრალებია აუდიტორიის უმართაობა. სწორედ ამიტომ, დღეს მე გესაუბრებით მსწავლელთა ტიპების შესახებ, რომლის გათვალისიწნებაც დაგვეხმრება მსმენელის დასაინტერესებლად და ეფექტური გამოსვლის ჩასატარებლად.

სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივადაა, ხომ შეუძლებელია ყველა ყვვაილის გახარება ერთსა და იგივე გარემოში, სწორედ ასევე წარმოუდგენელია სხვადსხვა ტიპის ადამინების დაინტერესება მხოლოდ ერთი მეთოდით. ამიტომ მე გთავაზობთ მცირე რჩევებს მრავალფეროვანი გარემოს შესაქმნელად, განსხვავებული მსწავლელთა ტიპებისთვის:
1.ვიზუალური- ასეთი ტიპის ადამიანებს სჭირდებათ ვიზუალური მასალა (დიაგრამები, სურათები,ცხრილები) ინფორმაციის უფრო მარტივად მისაღებად, გასააზრებლად და დასაინტერესებლად. ამგვარ ადამინებთან გამოსვლისას ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად გამოგადგებათ სხვადასხვა ვიზუალური მასალის გამოყენება, ან ისეთი პატარ-პატარა სავარიჯშოების ჩასმა, რაც შეიძლება მოიაზრებდეს გაფერადებას, დახატვას, რაიმეს აწყობას ან ა.შ. მაგალითად თუ ატარებთ ტრენინგს ან გაქვთ საჯარო გამოსვლა, შექმენით თქვენი მსმენელბის დაფა და თხოვეთ მათ გააფერადონ საკუთარი ველი ისეთ საღებავით, რომელიც მათი ფერის განწყობას ასახავს.
 2.აუდიალური- ამ ტიპის ადამინები უკეთ იმახსოვრებენ დიალოგებს, საუბარს, დისკუსიებს, მათ ინფორმაციის მოსმენა ურჩევნიათ დახატვას, წაკითხვას ან ა.შ. ამგვარ აუდიტორიაში გამოსვლისას შეგიძლიათ ადმაინებს შესაძლებლობა მისცეთ რაღაც ამბავზე დაყრდნობით გამოიცნონ განსახილველი თემა, ან ჩაერთნონ დისკუსიაში და რაღაც თეორიის განხილვამდე თავად გითხრან საკუთარი იდეები, ვარაუდები, ნაპოვნი გამოსავლები და ა.შ.
3.კინესთეტიკური- ამ ტიპის ადმაინებს სწავლა უადვილდებათ კეთებით, როცა ჭრიან, აგებენ, აწყობენ, ასრულებენ როლებს. შესაბამისად ამგვარ აუდიტორიასთან გამოგადგებათ პრაქტიკული სავარჯიშოები, როლური თამაშები და ა.შ.
4.შერეული-  ამ ტიპის ადამიანებისთვის თითქმის თანაბარ ეფექტურია ყველა ხერხი.
არსებობს მსწავლელთა მუსიკალური, მათემატიკური, ლინგვისტური და სხვა ტიპებიც, თუმცა ძირითადი ოთხეული ჩვნეთვის უკვე ცნობილია.
ამიტომ, მანამ სანამ სხვას რაიმე უნარის ან ინტერესის არ ქონას მივაწერთ ან საკუთარ თავს ეფექტური მთხრობელისთვის საჭირო უნარ-ჩვევების არ ქონის განაჩენს გამოვუტანდეთ, დავფიქრდეთ, გაავაანალიზოთ და გავიხსენოთ, რომ განსხვავებული „ფერის“ ადამინებს საჭირობებიც ინდივიდუალური აქვთ, თუ ჩვენ დავინახავთ აუდიტორიაში მყოფ ადმიანებს, ისინი ჩვენ მოგვისმნენ! საჭიროა სწორი გარემოს შექმნა, იდეების გამოსათავისუფლებლად, ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად და წარმატებული საჯარო გამოსვლის ჩასატარებლად. შენ საკმარისად კარგი ხარ, მაგრამ გაბედე, რომ იმოქმედო! დაინახე, რომ მოგისმინონ!
7