დამსხვრეული თვალები

13
ლილიენ... ლილიენ... ლიიიიიი-ლიიიიიი-ეეეეეეეენ...
ჰაერი ბურუსითააა სასვე... ვერ ვხვდები სიზმარია, თუ რეალობა... სუნთქვა მიჭირს, ნანგრევებიდან გაოცებისა თუ ტკივილისაგან დამსხვრეული სხეულის ამოთრევას ისე ვცდილობ, როგორც სიკვდილთან მებრძოლი რაინდი შეეცდდებოდა უკანასკნელად ამოესუნთქაა... დავრჩებოდი, აუცილებლად დავრჩებოდი რომ არა ჩემი ლილიენი...
ლილიიიიიიიიიიიიიენ........ ლილიიიიიიიიენ.......... მე აქ ვარ, შენთან ვარ.... ნეტავ არ გამეშვი, ო, ღმერთო, ნამდვილად არ უნდა მომეცა უფლება, რომ ეზოში გეთამაშა, ეს როგორ დავუშვი... მაგრამ რა ხდება, ნუთუ სახლის საძირკველი აღმოჩნდა სუსტი თუ მიწისძვრა იყო... ოი, ლილიიიიენ... ტკივილი მახრჩობს, სხეული მიძმე ტვირთვით მაქვს წამოკიდებული, როგორც იქნა ნანგრევებს თავი დავაღწიე და გავიქეცი...
წვიმასავით ცვივა ქვები, ნაწილაკები, მტვრით სავსეა ჰაერი და მე აურზაურში ვეძებ ჩემ პატარა გოგონას... სადაცაა დავეცემი, დავნებდები და ერთადერთი ფიქრი მიტრიალებს, ღმერთო გადაარჩინე, მე კი იქ დაველოდები...
დედა, დედა, გთხოვ, გაიღვიძე. სწრაფად ვჩქმეტ ლილიენს, შემდეგ კი ვუკბინე საკუთარ ხელს და რეალობა აღმოჩნდა. არ ვიცი ლილიენი ვიპოვნე მე თუ მან მიპოვნა მე, მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემი გოგონა ნაკაწრებით სასვე, დასიებული თვალებით, გამურული, მაგრამ ცოცხალია...
ლილიენ ეს პატარა ბიჭუნა ვინღაა, ეს ტონია დედა. ყველა ოჯახის წევრი ბომბებმა შეიწირა, დღეიდნად ის ჩემი ძმა გახდება.
გზას გავუყევით, მე ლილიენი და ტონი. ქუჩაში უამრავი „ტონი“ უგზუკვლოდ მირობდა, მათ თვალებში ჩაბუდებული ნაადრევად შეწყვეტილი სისცოცხლის, წართმეული თავისუფლების, დაკარგული სახლის, ოჯახის ტკივილი სულს მიკაწრავდა.
ჩვენ მივდიოდით, არ ვიცი სად, ვისთან, რამდენი ხნით, როგორ... მხოლოდ ერთი ვიცოდით, უნდა გავქცეულიყავით და გზაში გვეპოვნა ყველა ახალი ოჯახის წევრი.
და მაშინ, როცა ბოლო ძალებს სამყაროს სისასტიკესთან დანებებას ვაიძულებდი, ხიდთან პატარა ბავშვები შევნიშნე... ისინი დანაწევრებულ აგურებს ფოთლებით აერთიანებდნენ და ჩატეხილი ხიდის ამოვსებას ცდილობდნენ. პატარებო სად არიან თქვენი მშობლები, ვკითხე თვალცრემლიანმა. ისინი მალე დაბრუნდებიან, ჯერ ქალაქს უნდა უშველონ, მომიგეს ღიმილით.
მათი მშობლები დაბრუნდებიან!
ხიდები გაერთიანდება!
ქალქები კვლავ აშენდება!

მათ თვალებში კი სისცოცხლე აკიაფდება!
ისინი ითამაშებენ ყველაზე დიდ „თამაშს“, რომლითაც ხელახლა ააშენებენ თავისუფალ, მშვიდობიან, სიყვარულით გაჟღენთილ ქვეყანას და ამ ქვეყანაში აღარასდროს იარსებებს ბავშვების ტკივილებისაგან დამსხვრეული თვალები.
მშვიდობა უკრაინას!
დიდება მირებს!
13