"დაფიქსირდა დედამიწის მომავალი"

6
შეიძლება ითქვას, რომ დედამიწის მომავალი ვიხილეთ 🤐
• ამ დრომდე, მეცნიერებს არასოდეს შეუმჩნევიათ მასპინძელი ვარსკვლავი პლანეტის შთანთქმის პროცესში.
ახლა, როცა პლანეტის ტრაგიკული ფინალი ვიხილეთ, მეცნიერებმა თქვეს, რომ, ერთ დღეს, დედამიწაც მსგავსად დაასრულებს არსებობას.
ჩვენს გალაქტიკაში მდებარე არწივის თანავარსკვლავედიდან დაახლოებით 12, 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე მომაკვდავი ვარსკვლავი უფრო და უფრო კაშკაშა ხდებოდა, ბოლოს კი უცნაური სიგნალიც დატოვა.
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, მომაკვდავი ვარსკვლავი „მის თავდაპირველ ზომასთან შედარებით მილიონჯერ იზრდება და შთანთქავს ნებისმიერ მატერიასა და პლანეტას თავის გზაზე“.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს არის ზუსტად ის, რაც ამ მომაკვდავ ვარსკვლავს დაემართა, რომელიც 100 დღეში 100-ჯერ უფრო კაშკაშა გახდა, სანამ საბოლოოდ ჩაქრებოდა.
რაც შეეხება მსხვერპლ პლანეტას, სავარაუდოდ, ის იუპიტერის ზომის გავარვარებული ბურთი იყო, რომელიც სპირალისებურად ბრუნავდა, შემდეგ კი მომაკვდავი ვარსკვლავის ატმოსფეროში ჩაიმალა და საბოლოოდ გაუჩინარდა, ანუ შთაინთქა.
ამ მოვლენის შემდეგ, გვაქვს ვარაუდი, თუ სად აღმოჩნდება ჩვენი მშობლიური პლანეტა რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ.
6