თანამედროვე ქართველი რეჟისორი კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფესტივალის, ვენეციის რიგით 81-ე კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა.
დეა კულუმბეგაშვილი 2011 წლიდან ცხოვრობს ნიუ-იორკში; 2013 წელს კოლამბიის უნივერსიტეტის რეჟისურისა და სასცენარო პროგრამის სტუდენტი გახდა.
2020 წელს დასახელდა კანის კინოფესტივალის სპეციალური გამომშვების ერთ-ერთი სექციის ჟიურის წევრად; კანის კინოფესტივალის 2020 წლის ოფიციალურ სელექციაში თავად რეჟისორის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი, არაერთი საერთაშორსო ჯილდოს მფლობელი ფილმი "დასაწყისი" დასახელდა; ახალგაზრდა რეჟისორის ნამუშევარი კანის კინოფესტივალზე 3-ჯერ იქნა წარდგენილი: მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში წარდგენილი იყო მისი სადებიუტო ნამუშევარი "უხილავი სივრცეები" (2014); "რეჟისორთა ორკვირეულის" სექციაში მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ლეთა" (2016);
2020 წელს დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა "დასაწყისი" 4 ჯილდო აიღო: კინოფესტივალის მთავარი პრიზი – "ოქროს ნიჟარა"; საუკეთესო რეჟისორის პრიზი - "ვერცხლის ნიჟარა"; საუკეთესო მსახიობი ქალი - "ვერცხლის ნიჟარა" (ია სუხიტაშვილი); საუკეთესო სცენარი - "ჟიურის სპეციალური პრიზი" (დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი). 2021 წელს დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარედ აირჩიეს.
ფილმში, სახელად "აპრილი", მოქმედება პროვინციულ ქალაქში ვითარდება, სადაც ფილმის გმირი ნინა ერთადერთ პატარა საავადმყოფოში გინეკოლოგად მუშაობს. როდესაც მისი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ახალშობილი რამდენიმე წამში კვდება, ნინას ბრალს სდებენ არასწორად მოქმედებაში და ჩვილის სიკვდილს მას აბრალებენ. გამოძიება კი ნინას პირადი და პროფესიული ცხოვრებით ინტერესდება.
ფილმში მთავარ როლებს მერაბ ნინიძე, ია სუხიტაშვილი და კახა კინწურაშვილი ასრულებენ.