დედამიწა კოსმოსიდან: თითქმის უსიცოცხლო მიწა უცხოპლანეტურ პეიზაჟს ჰგავს

2
შიშისა და წყურვილის მიწის აბსტრაქტული სილამაზე 😶
✦ 2017 წლის ეს თანამგზავრული ფოტო ასახავს ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მტრული რეგიონის აბსტრაქტულ მშვენებას.
ტანეზრუფტი გახლავთ საჰარას დიდი რეგიონი, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ალჟირისა და ჩრდილოეთ მალის ტერიტორიაზე.
წლის განმავლობაში, ამ რეგიონში იმდენად ცოტაა ნალექი, რომ ადგილი კლასიფიცირებულია, როგორც "ჰიპერ-არიდული", ანუ ძალიან მშრალი.
NASA-ს დედამიწის ობსერვატორიის თანახმად, აქ ზაფხულის ტემპერატურამ შეიძლება მიაღწიოს 50 გრადუს ცელსიუსს.
ტანეზრუფტი თითქმის უსიცოცხლოა.
"თითქმის" იმიტომ, რომ მომთაბარე ტუარეგები პერიოდულად მოგზაურობენ ამ რეგიონზე გამავალი საქარავნო მარშრუტის გამოყენებით, რომელიც 1500 წელზე მეტი ხნის წინანდელია.
მაგრამ, მოგზაურობა შეიძლება ცუდადაც დასრულდეს, რადგან რეგიონში ხილული ღირსშესანიშნაობები არ არსებობენ, რის გამოც, შესაძლოა, ყველაზე გამოცდილი მოგზაურებიც კი დაიკარგონ.
შედეგად, რეგიონი ცნობილია, როგორც "შიშისა და წყურვილის მიწა".
ათასობით წლის განმავლობაში, ქვიშის ქარიშხალმა, ტერიტორიის ზოგიერთ ნაწილში, ნალექი და ქვიშა გადარეცხა, რის გამოც ხილული გახდა კონცენტრული უძველესი ნაკეცები, რომლებიც დათარიღებულია პალეოზოური ეპოქით (541–252 მილიონი წლის წინ).
ამ ნაკეცი რელიეფის ირგვლივ, მომწვანო ლაქებია, რომლებიც მარილის "ტბები" გახლავთ.
კოსმოსიდან დაკვირვებისას, „ნანახი გეოლოგიური მახასიათებლები ქმნიან აბსტრაქტული ხელოვნების სანახაობრივ ნიმუშს“, - წერენ NASA-ს წარმომადგენლები.
ლანდშაფტი ასევე ცხადყოფს, რომ რეგიონი ყოველთვის არ იყო სიცოცხლის მიმართ მტრულად განწყობილი.
ამ ფერადი გამოსახულებაზე ნანახი მარილის ზოგიერთი "ტბა" მდებარეობს კანიონებში, 490 მეტრამდე სიღრმეზე.
"ნასას" დედამიწის ობსერვატორიის გეოლოგის თქმით, ამ ციცაბო ხევების მასშტაბები და მათი ფორმა იმის ნიშანია, რომ ისინი წარმოიქმნენ წყლის ნაკადის წყალობით.
შესაძლოა, პერიოდული წყალდიდობის შედეგად მილიონობით წლის განმავლობაში.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ ოდესღაც რეგიონი შესაძლოა უფრო სტუმართმოყვარე იყო, მრავალფეროვანი ეკოსისტემით.
  მომზადებულია Live Science-ს მიხედვით.  
2