დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მასიური ცოცხალი ორგანიზმი იშლება

6
გადაჭარბებული ძოვისა და არათანმიმდევრული კონსერვაციის ერთობლიობა საფრთხეს უქმნის მსოფლიოში ყველაზე დიდ სიცოცხლის ფორმას 😐
• იუტაში არსებული ვერხვის ხეთა კოლოსალური სისტემა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ ცოცხალ ორგანიზმად ითვლება, ჭარბი ძოვის გამო ფრაგმენტებად იშლება.
უზარმაზარ ორგანიზმზე, რომელიც ცნობილია პანდოს სახელით, ძირითადად ირემი და სხვა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ნადირობს.
IFLScience-ს თანახმად, ახალი კვლევები ვარაუდობენ, რომ სისტემის დასაცავად ადამიანის ძალისხმევამ შესაძლოა მხოლოდ გაამძაფროს პრობლემა.
106 ჰექტარი ფართობითა და დაახლოებით 6000 ტონა მშრალი მასით, პანდო 40 000-ზე მეტი ცალკეული ხისგან შემდგარი ტყეა.
უფრო კონკრეტულად კი, "პანდო" გახლავთ გენეტიკურად იდენტური ღეროების ჯგუფი, რომლებსაც აქვთ საერთო ფესვთა სისტემა და, შესაბამისად, ქმნიან ერთ უზარმაზარ ორგანიზმს.
მიუხედავად იმისა, რომ ვერხვების ამ ჯგუფის ზუსტი ასაკი უცნობია, მეცნიერები თვლიან, რომ პანდო, სავარაუდოდ, ბოლო გამყინვარების პერიოდით თარიღდება.
როგორც ძირითადი სახეობა, ვერხვი საფუძველია მთელი ეკოსისტემისთვის და მხარს უჭერს ასობით სხვა სახეობის არსებობასაც.
თუმცა, 2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ირემი და სხვა მსხილფეხა რქოსანი საქონელი ძალიან ბევრ ახალგაზრდა ყლორტს ჭამენ და ხელს უშლიან მათ გაზრდაში.
ეს იმას ნიშნავს, რომ ძველი ხეები კვდება და ვეღარ იცვლებიან ახლით, რაც საფრთხეს უქმნის სიცოცხლის ამ ბრწყინვალე ფორმის გაგრძელებას.
ამის საპასუხოდ, პანდოს ირგვლივ ღობეები აღმართეს, იმ იმედით, რომ ცხოველები ტერიტორიაზე ვერ მოხვდებოდნენ, თუმცა, ახალი კვლევა, რომელიც ამ სტრატეგიის წარმატებას აფასებს, ვარაუდობს, რომ ღობეებს შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ორგანიზმზე.
ამავე კვლევის თანახმად, პანდოების მხოლოდ 16 პროცენტია სათანადოდ შემოღობილი.
ამ დაცულ ტერიტორიაზე ახალგაზრდა ვერხვის ყლორტებს შეუძლიათ მიაღწიონ სიმწიფეს და შეცვალონ მომაკვდავი ხეები.
თუმცა, ორგანიზმის დაახლოებით 50 პროცენტი რჩება შემოუღობავი, რაც ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე ახალი ხეების ზრდის ტემპი ნელდება.
შემოუღობავ ადგილებში, ზრდასრული ვერხვის კვდომა ქმნის თავისუფალ სივრცეს მზის სხივებისთვის, რის გამოც ისინი ტყის ზედაპირზე აღწევენ, რაც თავის მხრივ, ცვლის მცენარეთა ერთობის სტრუქტურას და ასევე ახდენს მთელი ეკოსისტემის ფორმაცვლილებას.
კვლევის ავტორი პოლ როჯერსი ამბობს, რომ ღობეების არათანაბარი რაოდენობა და განლაგება ნელ-ნელა ყოფს ორგანიზმს სამ ერთმანეთისგან განსხვავებულ ეკოლოგიურ ზონებად, არადა, ღობეები ტყის ერთობლიობას უნდა უზრუნველყოფდნენ.
როჯერსმა განმარტა, რომ ტერიტორიის ღობეებით დაცვა გამოსავალი არ არის და პასუხისმგებელმა პირებმა ამ ტერიტორიაზე მონადირე ცხოველების პოპულაცია უნდა გააკონტროლონ.
» ,,ვფიქრობ, თუ ვცდილობთ ორგანიზმის გადარჩენას მხოლოდ ღობეებით, საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ რაღაც ზოოპარკის მსგავსი შეგვიქმნია ველურ ბუნებაში,” - თქვა მან.
,,მიუხედავად იმისა, რომ შემოღობვის სტრატეგიას კარგი განზრახვები აქვს, საბოლოოდ მოგვიწევს ამ ლანდშაფტზე მობინადრე ძალიან ბევრი მსხვილფეხა რქოსან საქონელთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა."
IMAGE VIA THE SALT LAKE TRIBUNE
6