დედამიწის ყველაზე მშრალმა და ცხელმა უდაბნომ ზამთრის ყვავილობა დაიწყო

1
როგორც წესი, ასეთი ყვავილობა სულ მცირე სექტემბრამდე არ არის მოსალოდნელი, თუმცა... 🌸
• ჩილეში, ატაკამას უდაბნო ყველაზე მშრალი არაპოლარული უდაბნოა პლანეტაზე და ამჟამად დაფარულია იასამნისფერი ყვავილებით.
შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, რომ სიცოცხლე მაინც ყვავის ასეთ უკაცრიელ ადგილას, მაგრამ ყველაზე უცნაური ის არის, რომ ეს ხდება ახლა და არა ზამთარში, მოსალოდნელზე ერთი თვით ადრე.
IFLScience-ს თანახმად, ეს ფენომენი ცნობილია, როგორც "desierto florido" და ყოველ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება, რა დროსაც უდაბნო ყვავილებით იფარება.
ქვიშიანი, კლდოვანი და უნაყოფო პეიზაჟი გარდაიქმნება ასობით კილომეტრიანი ფართობის მქონე ბაღად, რომელშიც 200 სხვადასხვა სახეობის ვარდისფერი და ყვითელი ყვავილები ხარობენ.
ჩვეულებრივ, ეს მოვლენა სექტემბრიდან ნოემბრამდე ხდება, ანუ მაშინ, როდესაც ჩილეში გაზაფხულია და, როდესაც წვიმა, ტემპერატურა და მზის შუქი იწყებს მიძინებული თესლების გაღვივებას.
მაგრამ, ამჟამინდელი აყვავება ძალიან ადრეულია, რადგან სამხრეთ ნახევარსფეროში შუა ზამთარია და ეს ელ-ნინიოს გამოა.
ელ-ნინიო გახლავთ წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ზედაპირული ფენის ტემპერატურის რყევა, რაც გავლენას ახდენს გლობალურ ქარზე, ტემპერატურაზე და ნალექზე.
ელ-ნინიოს დროს, წყნარი ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ტროპიკულ ნაწილებში შეინიშნება ტემპერატურისა და ნალექის ზრდა.
სწორედ ამან გამოიწვია უჩვეულოდ ძლიერი წვიმა ატაკამას უდაბნოში, რისი საბოლოო შედეგიც ყვავილობაა.
ატაკამა ყველაზე მშრალი არაპოლარული უდაბნოა, მაგრამ არა ყველაზე მშრალი ადგილი დედამიწაზე.
ბოლო 40 წლის განმავლობაში, ყვავილობა 15-ჯერ მოხდა, ბოლოს კი 2015 წელს.
უდაბნოს ზოგიერთი ნაწილი წელიწადში მხოლოდ 1-დან 3 მილიმეტრამდე ნალექს იღებს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს ვერ აფერხებს სიცოცხლის აღმოცენებას.
1