დედოფალმა ელიზაბეთ II-მ ავსტრალიას საიდუმლო წერილი დაუტოვა, რომელიც 2085 წელს უნდა გაიხსნას

6
წერილი ავსტრალიაში, დაცულ სარდაფში ინახება 🤔
• ავსტრალიის უსაფრთხო სარდაფში შენახულია გარდაცვლილი დედოფალ ელიზაბეთ II-ის მიერ დაწერილი წერილი, რომლის გახსნა შეუძლებელია კიდევ 63 წლის განმავლობაში.
წერილის ადრესატი სიდნეის მერია და შეიცავს მითითებებს, რომ მისი გახსნა შესაძლებელია მხოლოდ 2085 წელს და არც ერთი წუთით ადრე.
რა წერია წერილში? ამაზე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია.
მედიის ცნობით, დედოფალ ელიზაბეთ II-ის უახლოესმა ადამიანებმაც კი არ იციან, რას ეხება წერილი.
» „2085 წელს, თქვენ მიერ შერჩეულ დღეს, გთხოვთ, გახსნათ ეს კონვერტი და გადასცეთ ჩემი მათდამი გზავნილი სიდნეის მოქალაქეებს,“ - იკითხება წერილის ინსტრუქციაში, იუწყება ადგილობრივი მედია.
• წერილს ხელი მოაწერა დედოფალმა 1986 წლის ნოემბერში და კაფსულაშია მოთავსებული, რომელიც დედოფალ ვიქტორიას შენობაში, სიდნეიში ინახება.
სხვათა შორის, ეს ისტორიული შენობა, თითქმის 100 წლის შემდეგ, მზადაა გახსნითვის.
წერილის შინაარსის ერთადერთი მინიშნება კი შეიძლება ის იყოს, რომ მას ხელი მოეწერა იმავე წელს, როდესაც დასრულდა დედოფალ ვიქტორიას შენობის რესტავრაცია, მიუხედავად იმისა, რომ იგი 1950-იან წლებში დასანგრევად იყო მონიშნული.
მაშ, თქვენი აზრით, რაზე შეიძლება იყოს წერილი?
ზუსტად კი 63 წელიწადში გავიგებთ თუ, რა თქმა უნდა, არ გადაიფიქრეს მისი გახსნა.
facebook | ჩვენი ვებგვერდი 🚀
6