პარიზის მაღალი მოდის კვრეული სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო, ახლა როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ ქალაქზეა მიმართული, საფრანგეთის ხელოვნების მინისტრმა ქართველ დიზაინერს საზეიმო გარემოში საფრანგეთის ხელოვნების რაინდის წოდება მიანიჭა.
წელს ათი წელი შესრულდა, რაც დემნა გვასალია ფრანგული მოდის სახლის, Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორია. მასთან თანამშრომლობა ბრენდისთვის გამორჩეულად წარმატებული გახლდათ, რამეთუ ამ ათწლეულის განმავლობაში გვასალიამ მოახერხა ლეგენდარული ისტორიის მქონე მოდის სახლისთვის ახალი სული შთაებერა და თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული და პოპულარული ტანსაცმელი თუ აქსესუარები შეექმნა.
"Chevalier des Arts et des Lettres"-ის საპატიო სტატუსს, საფრანგეთის სახელმწიფო, ხელოვნებასა და კულტურაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის ანიჭებს ხელოვანებს.
ღონისძიებას დემნას ოჯახთან ერთად ესწრებოდნენ კომპანია Kering-ის თავმჯდომარე ფრანსუა-ჰენრი პინო, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ფრანჩესკა ბელეტინი, YSL პრეზიდენტი სედრიკ ჩარბიტი და Balenciaga-ს ახალი პრეზიდენტი ჯანფრანკო ჯაანჯელი.