დონორის გული კომერციული რეისით 7000 კილომეტრი აფრინეს და პაციენტს წარმატებით გადაუნერგეს

4
შედეგი ნიშნავს, რომ მანძილი და დრო შესაძლოა არ იყოს გადაულახავი ბარიერი ტრანსპლანტაციისთვის 💓
✦ პირველად, დონორის გულმა 12 საათი და 6750 კილომეტრი იფრინა და წარმატებით გადაუნერგეს პაციენტს.
IFLScience-ს თანახმად, გულის დონორი 48 წლის ფრანგი მამაკაცია, რომელმაც ინსულტი განიცადა და, სამი დღის შემდეგ, ექიმებმა ტვინის გარდაცვალება დაადასტურეს.
გულის სხეულიდან განცალკევების რუტინული პროცედურის შემდეგ, პაციენტამდე ტრანსპორტირება კომერციული ავიარეისით განხორციელდა და იგი 70 წლის მამაკაცს გადაუნერგეს, რომელსაც გულის უკურნებელი უკმარისობა ჰქონდა.
ქირურგების თქმით, გადანერგილი გულის ორივე პარკუჭმა ფუნქციონირება მაშინვე დაიწყო და პაციენტი საავადმყოფოდან 30 დღის შემდეგ გაწერეს.
შესანიშნავი შედეგი მიღწეულ იქნა საპილოტე კვლევა PEGASE-ს ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს დაადგინოს შესაძლებელია თუ არა გულის წარმატებით გადანერგვა მისი ხანგრძლივი შენახვის შემდეგ.
გულის შენახვა მოხერხდა მეთოდის გამოყენებით, რომელსაც ეწოდება Hypothermic Oxygenated Perfusion, რომლის დროსაც გული რჩება ცივი, ვიდრე მასში, აპარატის საშუალებით, ჟანგბადით გაჯერებული სითხე გადაიტუმბება.
თუ აღნიშნული შედეგების განმეორება კვლავ წარმატებით მოხერხდება, ეს გავლენას იქონიებს ტრანსპლანტაციის ხარჯებზე და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პაციენტებისთვის გულის მოძიება მსოფლიოს მასშტაბით იქნება ხელსაყრელი.
ამ ეტაპზე, გულის გადანერგვა დროის წინააღმდეგ ბრძოლას ჰგავს, რადგან მისი გადანერგვა, დონორიდან განცალკევების შემდეგ, ჩვეულებრივ 4 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს.
ამრიგად, თუ უახლოეს მომავალში ტრანსატლანტიკურ ავიარეისზე მოხვდებით, შესაძლოა განსაკუთრებულ მგზავრთან ერთად მოგიწიოთ მგზავრობა.
4