დოქტორ კალიგანის კაბინეტი I გახმოვანება

2
23 თებერვალს, 17:00-ზე, CES, Mutant Radio-სთან კოლაბორაციით, გორის ხელოვნების სახლში, Open Gallery-ს ფარგლებში "დოქტორ კალიგარის კაბინეტის" გახმოვანება გაიმართება.
მუნჯი ფილმის გახმოვანება გახლავთ ნატალია ბერიძის და ნიკა მაჩაიძის "სიმღერის შექმნის და მუსიკის წარმოების" კურსის ფინალური პროექტი.
მუსიკოსთა ჩამონათვალი:
ნატალია ბერიძე
ნიკა მაჩაიძე
ნუცა წიკლაური [Nucik00]
სანდრო ჩირგაძე
შოთა ორმოცაძე [li Shou]
გიორგი ნაბელიშვილი [akabreeze]
ალინა პისკუნოვა
კოტე შველიძე [Sadrah]
სანდრო მესტვირიშვილი
მარიამ გალოგრე
თეთე აროშიძე
ნანა თაკვარელია
ხმის ინჟინერი: ქეთო გიორგაძე
დოქტორ კალიგარის კაბინეტი არის 1920 წლის გერმანული მუნჯი საშინელებათა ფილმი.
რეჟისორი რობერტ ვინე
სცენარი ჰანს იანოვიცი და კარლ მაიერი
ეს არის ადრეული გერმანული ექსპრესიონისტული კინოს კლასიკური ნიმუში და კინოს ისტორიაში ის პირველ ექსპრესიონისტულ ფილმად ითვლება.
ფილმი მოგვითხრობს შეშლილ ჰიპნოტიზიორზე, დოქტორ კალიგარიზე (ვერნერ კრაუსი), რომელიც ჰიპნოზის ქვეშ მყოფ სომნამბულისტს, ჩეზარეს (კონრად ფეიდტი) მკვლელობების ჩასადენად იყენებს.
ფილმის უნიკალური, ექსპრესიონისტული ვიზუალურ სტილი ჰერმან ვარმს, ვალტერ რეიმანსა და ვალტერ რერიგს ეკუთვნით. ბასრი, წვეტიანი ფორმები; უცნაურად დახრილი და დახვეული სტრუქტურები და ლანდშაფტები; ჩრდილები და სინათლის შტრიხები, რომლებიც მუყაოსგან დამზადებულ, ასიმეტრიულ დეკორაციაზე პირდაპირ არის დახატული.
სცენარი შთაგონებულია იანოვიცისა და მაიერის ცხოვრებისეული გამოცდილებებით. ისინი პაცფისტები იყვნენ და პირველი მსოფლიო ომის სამხედრო სამსახურმა ავტორიტეტისადმი უნდობლობა გაუღვიძათ.
ფილმის მთავარი თემა არის სასტიკი და ირაციონალური ავტორიტეტი. კინოს მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ფილმი, იმდროინდელი გერმანული საზოგადოების, ტირანიისადმი მორჩლების ქვეცნობიერ სურვილს ასახავს და ალეგორიულად წარმოადგენს მაგალითს, თუ როგორ ემორჩილებოდა გერმანელი ხალხი ბრმა ავტორიტეტს და უარს ამბობდა გაგიჟებულ მმართველობასთან დაპირისპირებაზე. შესაბამისად ფილმში კალიგარი განასახიერებს კაიზერის საომარ მთავრობას, ხოლო ჩეზარე – უბრალო ადამიანს, რომელსაც, როგორც ჯარისკაცებს, მკვლელობებისათვის იყენებენ.
ღონისძიება იმართება ხელოვნების სახლის მხარდასაჭერად, რათა გაგრძელდეს მისი დამოუკიდებელი ფუნქციონირება და კულტურული ინიციატივების განხორციელება.
2