დრო მასთან უძლურია...

3
ეს იყო გუშინ... მივაშურე ნაცნობ ადგილს „ფიქრთ გასართველად“, სადაც „ყოველი არემარე იყო მოწყენით“...
ვიდექი მის საფლავთან ზეთისხილის ხის ჩეროში და გულს მწველად მიღრნიდა ფიქრი, - ვინ უწყის, ამ სამ წელიწადში რომელ თავბრუდამხვევ მწვერვალებს დაიპყრობდა მისი ბრწყინვალე გონება, ან -  რომელ ოცნებას შეასხამდა ფრთებს?! 
პარალელურად, ზეთისხილის მსხმოიარე ტოტები შემოდგომის მონაბერი სიოსგან, ნიკოსამებრ ლაღად და ამავდროულად, ამბიციურად ელაციცებოდნენ მზის სხივებს...
ამასობაში კი, სანთელიც ჩაიღვენთა და მეც დავემშვიდობე მას ტრადიციულად, მხოლოდ რამდენიმე დღით... დრო მასთან უძლურია, საუკუნოდ იქნება ხსენება მისი❣️მისი ნათელი ხსოვნა, კვლავაც გაუთბობს გულებს მის მოყვასთ ამასოფლის ბილწ მდუღარებაში და დროდადრო დააძლევინებს მონატრებისგან გამძაფრებულ მტანჯველ სიცარიელის განცდას...
3