დღესაც აქ არის!!!

14
როგორი იყო? აბა რა ვიცი…
ასე ამბობენ – ჰქონდა წვერები.
ორი ათასი წელი განვიცდი…
ჩარევა არ ღირს, მაგრამ ვერევი:
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე?! –
ცოტათი მაინც მორიდებოდა…
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.
არადა კოცნის, არადა ჰყიდის…
იცის მოკლავენ, განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის?! –
თავის სიმცირეს ვერ მოერია…
ისტორიაში დარჩა იუდა! –
დღესაც აქ არის, არ გაიგუდა…” 🙏🙏🙏
P.S. “ და ვინ იქნებოდა ქრისტე იუდა რომ არ ყოფილიყო?” ჰკითხა მუშნი ზარანდიამ გრაფი სეგედს და მერე როგორ განვითარდა მოვლენები??? ამონარიდი ჭაბუა ამირეჯიბის გენიალური რომანიდან, “დათა თუთაშხია”, დღეს ჭაბუა ამირეჯიბის დაბადების დღეა!
14