Nasa-ს დღევანდელი მოხსენების შესახებ👇🏼
• "ნასამ" დამოუკიდებელი კვლევა დაუკვეთა, რათა უკეთ გაეგო, თუ რით შეუძლია დაეხმაროს მთავრობას ცაში დაფიქსირებული მოვლენების - რომლებიც არ შეიძლება იყვენენ იდენტიფიცირებული, როგორც ბურთები, თვითმფრინავები ან მეცნიერულად ცნობილი ბუნებრივი მოვლენები - შემდგომ დაკვირვებაში და შესწავლაში.
» „NASA-ში, ჩვენს დნმ-შია კვლევა და კითხვების დასმა, თუ რატომ არის ყველაფერი ისე, როგორც არის.
მსურს, მადლობა გადავუხადო დამოუკიდებელ კვლევით ჯგუფს, რომ მოგვაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია NASA-ს უკეთესად შეისწავლოს და გააანალიზოს ,,ამოუცნობი საჰაერო ფენომენები" (UAP) მომავალში“, - თქვა NASA-ს ადმინისტრატორმა ბილ ნელსონმა.
„NASA-ს UAP Research-ის ახალი დირექტორი შეიმუშავებს და ზედამხედველობას გაუწევს NASA-ს სამეცნიერო ხედვას UAP-ის კვლევაში, მათ შორის გამოიყენებს NASA-ს ექსპერტიზას სხვა სააგენტოებთან მუშაობის პარალელურად, რათა მოხდეს UAP-ების ანალიზი, ასევე გამოიყენებს ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებას ცაში ანომალიების მოსაძებნად.
NASA ამ სამუშაოს გამჭვირვალედ განახორციელებს კაცობრიობის საკეთილდღეოდ,“ - დასძინა ნელსონმა.
• მოხსენება შეიცავს დამოუკიდებელი ჯგუფის კვლევის დასკვნებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს NASA-ს ინფორმირებას იმის შესახებ, თუ რა მონაცემების შეგროვებაა შესაძლებელი და როგორ შეუძლია სააგენტოს დაეხმაროს UAP-ების წარმოშობის გარკვევასა და მოძებნაში მთავრობას.
ანგარიში არ მოიცავს უკვე დაფიქსირებული UAP-ების მიმოხილვას ან შეფასებას.
მოკლედ, სააგენტომ UAP Research-ის ახალი დირექტორი წარადგინა, რომელიც მაქსიმალურად იქნება საქმეში ჩართული და დაეხმარება მთავრობას , , ამოუცნობი საჰაერო ფენომენების" იდენტიფიცირებაში და მოძიებაში.