დღეს დილით გაშვებულ ხომალდზე ევერესტის ნაწილიცაა 🏔️🚀 • 5 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე, Astrobotic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ თორნტონმა ხაზი გაუსვა განსაკუთრებით სიმბოლურ დატვირთვას, რომელიც Peregrine ლენდერს აკისრია.
» ,,ევერესტის ნაწილი მთვარეზე ბრუნდება.
არსებობდა ასტრონავტი, რომელმაც მთვარის ნაწილი ევერესტზე მიიტანა“, - განმარტა თორნტონმა.
მხედველობაში ჰქონდა NASA-ს ასტრონავტ სკოტ პარაზინსკის 2010 წლის ექსპედიციისას ევერესტზე მიტანილი მთვარის ქანები, რომლებიც Apollo 11-ის ეკიპაჟის მიერ ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრზე მოგროვდა.
» ,,ახლა, ევერესტი ვალმოხდილია მთვარის წინაშე," - თქვა თორნტონმა.