ეკო ლუდი, რომელიც გამოყენებული შხაპის წყლისგან მზადდება

7
ნუ, ეკომეგობრულია 😬🌿🍺
• "გარდიანის" ცნობით, ლუდს Epic OneWater Brew უწოდეს და არის Kölsch-ის სტილის ლუდი, რომელიც დამზადებულია გადამუშავებული ჩამდინარე წყლებიდან.
ნაწარმი სან-ფრანცისკოს წყლის გადამამუშავებელი კომპანიის, Epic Cleantec-ისა და ჩრდილოეთ კალიფორნიაში არსებული ლუდის მწარმოებელი Devil's Canyon Brewing Company-ს თანამშრომლობით შეიქმნა.
სან-ფრანცისკოში, ერთ-ერთი 40-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის გამდინარე წყალი (ჭურჭლის სამრეცხაოების, სააბაზანოებიდან, ნიჟარებიდან და ა.შ.) გადამუშავდება და ისხმება ლუდი.
» „ჩვენ გვინდოდა გაგვეკეთებინა რაიმე სახალისო, რომელიც უნდა ყოფილიყო მიმზიდველი ინსტრუმენტი ადამიანებთან დასაკავშირებლად, აღფრთოვანებისთვის და ასევე წყლის ხელახალი გამოყენების პოტენციალის წარმოსაჩენად“, - თქვა აარონ ტარტაკოვსკიმ, Epic Cleantec-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.
• როგორც ჩანს, სასმელი საკმაოდ გემრიელია.
მეთიუ კანტონმა, Guardian-ის მწერალმა, რომელმაც გასინჯა ლუდი, აღწერა ის, როგორც "სასიამოვნო", "ჰაეროვანი" და "სასმელად გამოსადეგი", "შამპუნის ან სარეცხი ფხვნილის გემოს" გარეშე.
ტარტაკოვსკი ამტკიცებს, რომ უსაფრთხოებაზე ღელვა არ ღირს, რადგან ლუდი ტესტირების ძალზედ მკაცრ პროცესს გადის, ამიტომ Epic-ის ლუდი შეიძლება სხვა დანარჩენზე უსაფრთხოდაც კი ჩავთვალოთ.
საერთო ჯამში, Epic OneWater Brew ჟღერს როგორც კრეატიული გზა წყლის მუდმივი კრიზისის დასაძლევად.
სანუგეშებლად კი გეტყვით, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგური(ISS), მის კედლებზე კონდენსაციის სახით არსებულ ნივთიერებებს ამუშავებს და წყლად აქცევს, რასაც მიირთმევენ ასტრონავტები და კოსმონავტები.
ეს კონდენსატები კი ბორტზე მყოფი ადამიანების ოფლი, ამოსუნთქული ჰაერი და შარდიც კია. 💁🏽‍♂️
facebook | ჩვენი ვებგვერდი 🚀
7