ემოლ'ას

ByArt infoItaly
8
მე ხომ ქვიშა... ვარ სხვა არაფერი...უბრალოდ ქვიშა....ქვიშა რომელიც წაიშლება უკვალოდ ქრება......ქვიშა ვარ...ხმა ვარ...ოცნება ვარვქრები უკვალოდ...ერთად ვილოცოთ, მომე ხელი, მომე, უფალო...მე რა ხანია არ მიკითხავს როგორ ხარ ანდა...შენი თვალები ჩემი ზეცა დანაღვლიანდა...და არ მოვსულვარ შენთან სახლში საუკუნეა...ჩემი სულივით შეღამებაც ცრუმორწმუნეა...ახლოა მთვარე...მოაკითხავს კვლავ ჩემს აივანს და ღამის სული ჩემს სუსტ აჩრდილს ხელში აიყვანს....როგორ ხარ ღმერთო...ერთადერთო ჩემო ერთგულო...ყოფა გამიხდა უაზრო და სავალდებულო...ქვიშა ვარ...ხმა ვარ უდაბნოში...ქარის სუნთქვა ვარ...შენ ის ხარ ვისაც მუდამ ვგრძნობ რომ მაინც ვუყვარვარ...მომე ხელები...
***
სიბნელე, ჩემს სულს წოვს, სადაც ოცნებას საუკუნე არ აქვს..სადაც სიამაყე კამათლებს თამაშობს...სადაც ვგრძნობ როგორ მეშლება კანი... მოდი წამიყვანე!ამ ჩუმი ქალაქიდან....ამ გზიდან სინათლის გარეშე....ამ უჰაერო ჰაერიდან...სადაც წამწამებს შორის იპარება ემოციები...სადაც სევდა და სიბრაზე მეტია...სადაც ჯოჯოხეთი ტანჯვის გარეშეა.შემომხედე, მე აქ ვარ ...მუჭა მტვერით ხელში და ცივი ძვლებით....
***
დედამიწა ჩემს ნაქირავებ სახლს ჰგავს. თანდათან მიძვირებენ ქირას...შევეჩვიე და მეზარება გადაცვლა.წლები სტუმრებივით მოდიან და მიდიან ხმაურიანები, ჩემები.ფანჯრები გარედან ღმერთის, შიგნიდან ჩემი თვალებია. ვიმალები ხოლმე ფარდის უკან ხანდახან...ხანდახან, ღამით ვმოგზაურობ უგზო სამყაროში...არა, ეს ზღაპარი არ არის, აქ არსად ვხვდები გზაჯვარედინს და წარწერას: "მარჯვნივ წახვალ....მარცხნივ წახვალ"....სულ მივდივარ და მივდივარ...არც დასაწყისია, არც - დასასრული, არც - სახლი...ვიღლები ხოლმე და ჩემს ახლანდელ ნაქირავებში ვბრუნდები. აქ იმდენ ხანს ვარ, იმდენს, რომ სარკეში ჩემს და ჩემს შორის სამი განსხვავებაც აღმოვაჩინე:მე უფრო ნამდვილი ვარ;მე უფრო გამხდარი;მე უფრო მეტყველი. აქაური ვარსკვლავები ერთმანეთსაც არ იცნობენ და ჩემი ნაქირავები საიდან ეცოდინებათ.ხანდახან მინდება დავიჯერო ზღაპრების, სადაც წარწერა, გზაჯვარედინი და ბოლოსდაბოლოს დასასრულია.
***პალატა N 1008
არარეალურ უსასრულობას ვგრძნობ.არასდროს მდომებია ეს საოცარი სიჩუმე მარტოს მესმინა. ყოველთვის ბედნიერებისკენ მიმიწევდა გული, ზეცას ვყურებ მაგრამ რაღაც მაკლია სიმშვიდე არ მეღირსა.რამდენჯერ დავეცი უკვე ვეღარ ვითვლი მაგრამ ისევ წამოვდექი.ჩემს მარტოობაში დავიკარგე. ვტიროდი სულ ვტიროდი მაგრამ ტირილი არა არის გამოსავალი. რამდენი მიტირია. მეუბნებიან რომ უნდა შევეგუო და დავნებდე შევეგუო ცვლილებებს. მარტოობას ვგრძნობ და მგონია მხოლოდ მე ვარ ასე. საგიჟეთის პაციენტს დავემსგვასე. საკუთარი თავის შეცნობა, უკეთესობისკენ სწრაფვა შეუძლებლად მიმაჩნია და ეს მაგიჟებს. მარტო როცა ვრჩები საკუთარ თავთან ფიქრებს და ოცნებებს ვებღაუჭები. აჩრდილებს ვებრძვი.მე სახელი არ მაქვს მე არავინ ვარ და ეს ტკივილს მაყენებს. შინაგანი სამყარო ჩამომენგრა და ეხლა ნანგრევებში დავდივარ.არასდროს მივყვებოდი დინებას მაშინაც კი, როდესაც ეს აუცილებელი იყო. ტკივილმა გაიდგა ჩემში ფეხი.  სამყარო ზედმეტად უფერული გახდა.ჩემი ცხოვრება ცუდითაც და კარგითაც სავსეა. ამ ოთახს უთვალი თვალები აქვს ძალიან მთრგუნავს მათი მზერა. ჩამოინგრა და ჩამოიშალა ერთი ხელის მოსმით ჩემი ოცნებებით ნაშენები სამყარო. იმ დღეს ჩემში სიბოროტე დაიბადა გავბოროტდი. სიძლიერეს ვუმადლი ახლაც რომ ვაზროვნებ. მაშინ ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს გაუყუჩებლად მჭრიდნენ. საგიჟეთში გამოვამწყვდიე ჩემი სული რომელიც დუმს მაგრამ სხვისი სულები სხეულიდან ძვრებიან სიგიჟიდან და გისოსებიდან ხელეგამოწვდილი შველას ითხოვენ.
***
ზამთრის სუსხივით დამიარა უშენობამ, აქ ახლა ყინავს, მაგრამ მხოლოდ კანს წვავს სუსხი.... სიცივე სისხლს ყინავს და აჩერებს ვენებში.. ხო, ზუსტად ასე ყველა უჯრედში სათითაოდ გამიჯდა და ჩამიბუდდა უშენობა.. მშვიდად ზის, არსად აპირებს წასვლას და შიგნიდან მხრავს და დღითიდღე მარწმუნებს ჩემს გამძლეობაში..
ხანდახან მგონია რომ უშენობის იდეა უფრო მტკივა, ვიდრე თვითონ უშენობა.. მაგრამ წამით შენი სიახლოვე თუნდაც იდეებში, თუნდაც სიზმრებში და ვხვდები, რომ ეს თითქოს გავლილი ტკივილები უფროდაუფრო მრავლდებიან და მშვენდებიან..
უბრალოდ დროსთან ერთად უშენობას ვეჩვევი.. ზუსტად ისე სიცივეში რომ დიდ ხანს რჩები გარეთ და ყინვას ვეღარ გრძნობ, თითქოს არც კი გციოდეს.. მაგრამ როგორც კი სითბოს მიუახლოვდები, მაშინვე აცნობიერებ რომ გათოშილხარ და უკვე მიმავალი სიცივე გამტვრევს..
დღეს ზამთრის სუსხივით სისხლში გამეყინე და აგვისტოს ზღვასავით მომენატრე.. აგვისტოს ზღვასავით თბილი, მშვიდი და მოულოდნელობებით სავსე მჭირდები აქ, ჩემთან ახლოს..
ოღონდ ამ წამსაც უშენობის იდეა უფრო მტკივა, ვიდრე უშენობა.. ამ უკანასკნელს თითქოს შევეჩვიე.. შევეგუე და ვეღარ მაკვირვებს.. თუმცა მაინც ჩემს ყველა უჯრედშია გამჯდარი და ჩაბუდებული..
მეშინია შემთხვევით ფიქრებიდანაც არ გამექცე.. მეშინია რომ ოდესღაც აღარ დამჭირდები, აღარ მომენატრები, აღარ დამესიზმრები.. უშენოდ კარგად ყოფნის მეშინია...
ბოლოს ყველა იღლება, მეც დავიღალე.. ოდესღაც ყველა ნებდება, მე არ მინდა დანებება.. ოდესღაც ყველას უცრუვდება იმედი, მე არაერთხელ გამიცრუვდა..
მე არც ქვის ვარ და არც ღმერთი.. ჩემთვის ყველაფერი უფრო რთული და უფრო სისხლიანია.. უსისხლოდ ვიცლები სიწითლისგან, ყოველ წამს, ყოველ წუთს და დრო არ ჩერდება.. არც ტკივილები..
მე ჩემი ღმერთი მყავს ადამიანებში.. მე აქ, ჩემს გვერდით ვეძებ და მჭირდება ღმერთი...
ზამთარი არ მოდის.. აქ უკვე დიდი ხანია ზამთარია.. მოდი და აგვისტოს მზე ამოიყვანე...
ისე რომ მისი სიმხურვალე გაყინულმა ძვლებმაც იგრძნოს...
მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი...
ByArt infoItaly
8