ემოციების მართვა

10
არსებობს მომენტები, როცა ჩვენ უბრალოდ აღარ შეგვიძლია. გვინდა გავჩერდეთ, დავნებდეთ და ყველა ემოციას მივცეთ თავისუფლად მოქმედების საშუალება. ეს თითქოს ცხოვრების გარდამტეხი მომენტებია, რომლებმაც შეიძლება ხელი შეგვიშალონ პირად ურთიერთობებში, კარიერულ განვითრებაში, პიროვნულ ცვლილებებში და ა.შ. თუმცა სინამდვილეში ყველაფერი არც ისე რთულია, როგორიც ჩანს, სწორედ ამის დამადასტურებლად, მე დღეს ვისაუბრებ იმ საკითხების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ თავიდან აირიდოთ ასეთი კრიტიკული მომენტები, ან ემოციებს არ მისცეთ შესაძლებლობა დაგინგრიოთ დიდი ხნის ნაშენები "სახლები".

თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ არ არსებობს ცალსახად კარგი ან ცუდი ემოცია. არსებობს ემოციის მართებულად გამოყენება, რაშიც მართვას ვგულიხმობ, ან დანებება. ადამიანები ხშირად მივმართავთ ორ ვარიანტს :
1.ემოციების დათრგუნვა;
2.ემოციური აფეთქება. 
სინამდვილეში ორივე მათგანი ძალიან ცუდია და გამოსავლის პოვნის ნაცვლად მივყვართ ზოგჯერ ძალიან დიდ, ზოგჯერ კი მცირე მაგრამ მნიშვნელოვან პრობლემადე. ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად არსებობს მე-3 ყველაზე ეფექტური გზა - ემოციების ენერგიის გამოყენება. მაგალითად, თუ გაბრაზებული ხართ ან ძალიან ცუდ ხასიათზე ამ დროს შეგიძლიათ დაწეროთ ძალიან კარგი კრიტიკული ესე, რაც შეიძლება იგივე ხარისხით არ გამოვიდეს ბედნიერების წუთებში.
იმისთვის, რომ ვმართოთ ემოცია საჭიროა დავისახოთ ამოცანა, რომელიც ხშირად არასწორადაა ფორმულირებული. მაგალითად, ხშირ შემთხვევაში ჩვენი მიზანია ემოციური დაძაბულობის მოხსნა და იმისთვის რომ აღარ ვიყოთ ცუდ ხასიათზე, ან დავივიწყოთ წყენა, მზად ვართ გავტეხოთ რაიმე ნივთი. მაგრამ თუ ამოცანას შევცვლით და ორიენტირად ავიღებთ პრობლემის გადაჭრას დაძაბულობის მოხსნის ნაცვლად, ჩვენი ტვინი მაშინვე დაიწყებს ფიქრს, ისეთი გეგმა-გამოსავლის მოძიებაზე, რომელიც იგივე მდგომაროებაში მსგავსს ემოციამდე აღარ მიგვიყვანს. ამიტომ ჩემი პირველი რჩევაა დასახოთ ამოცანა სწორად. 
რაც შეეხება, მეორე რჩევას, ეცადეთ ყოველთვის კონცენტრირდეთ გრძელვადიან მიზანზე. მაგალითად ჩემი გრძელვადიანი მიზანია ჩემ პროფესიაში მაქსიმალური მწვერვალის მიღწევა. სამსხურში თანამშრომლემა მაწყენინა, თუ დავივიწყებ ჩემ თავდაპირველ მთავარ მიზანს, შესაძლებელია წყენას წყენით ვუპასხო, მაგრამ თუ დავიფიქრდები რა უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ყველაფერმა ზემოთ დასახულ იდეას, მაშინვე შევძლებ ემოციის სწორ გადამისამართებას.
ახლა, კი კონკრეტული რჩევები იმისთვის, რომ შეხვიდეთ სხვადასხვა ემოციურ მდგომაროებებში:
• სხეულის მოყვანა კონკრეტულ მდგომაროებაში. მაგალითად, თუ დავალება გაქვთ დასაწერი ჯობს, დაჯდეთ და თქვენ ტვინს მიცეთ სიგნალი სხეულის მდგომაროებით. ალბათ ბავშვობაში და არა მხოლოდ, ერთხელ მაინც გამოგვიცდია ყველას წიგნით ხელში ჩაძინება, სწორედ იმიტომ რომ ამ დროს  სხეული შეუსაბამო მდგომაროებაშია ქმედებასთან.
•გრძნობების ვერბალიზაცია და წერა. როცა ძალიან ცუდად ან კარგად ხართ, ამ დროს შესაძლოა თქვენი საუკეთესო მეგობარი კალამი და ფურცელი აღმოჩნდეს, რომლებიც არასდროს გვსაყვედურობენ, გვაკრიტიკებენ და უსიტყვოდ გვისმენენ. არ დაგავიწყდეთ თქვენი ერთგული "მსმენელი" , თუ გიჭირთ ემოციების მართვა, უბრალოდ მოუყევით თქვენი მდგომაროების შესახებ ცარიელ ფურცლებს.
•სუნთქვის პროცესზე დაკვირვება. ეს მეთოდი მე განსაკუთრებით მიყვარს, როცა ძალიან ვბრაზდები, მწყინს ან ვიღლები, უბრალოდ ვხუჭავ თავლებს და რამდენიმე წუთი ვუსმენ საკუთარი სუნთქვის ტემპს. ამ დროს თითქოს გახსენდებათ, რამხელაა ბედნიერებაა სიცოცხლე და თავიდან ივსებით.
•მეტაპოზიცია. ეს მიდგომა გულისხმობს საკუთარ თავზე დაკვირვებას, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ერთი ნაწილი არის კონკრეტულ ემოციურ მდგომაროებაში მყოფი მსახიობი, მეორე ნაწილი კი რეჟისორი. დააკვირდით საკუთარ თავს, როგორც პერსონაჟს და აწონ-დაწონეთ რამდენად სწორია ესა თუ ის საქციელი.
და ბოლოს, გახსოვდეთ რომ ნებისმიერი ტიპის ემოცია შეგვიძლია ჩვენ სასარგებლოდ გარდავქმნათ და გამოვიყენოთ. ამიტომ, როგორც არ უნდა იყოთ ახლა, უბრალოდ შეჩერდით, დაფიქრდით და გაანალიზეთ - რას გრძნობთ? საიდან მოდის ეს ემოცია? როგორ შეგიძლიათ საკუთარ თავს დაეხმაროთ და ეს ემოცია სასარგებლოდ გამოიყენოთ?
"ემოციას, უბრალოდ არ ვღებულობთ, ემოციას ვირჩევთ." ჰოდა, თუკი სიცოცხლე სუნთქვის შემკვრელი მომენტების ერთობლიობით იზომება, მოდით ერთად ამოვისუნთქოთ ყველაფერი უარყოფითი და ჩავისუნთქოთ ბედნიერების მომგვრელი ემოციები! განა პატარა მიზეზია მზის ამოსვლა და ჩასვლა ბედნიერებისთვის?!
10