ემოციური ინტელექტი

9
თანამედროვე სამყაროში ემოციური ინტელექტის ცნება სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. საკმაოდ ხშირია დისკურსები იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ უნარის ფლობა სხვადასხვა დარგში მოღვაწე ლიდრებისთვის ან საერთოდ რამდენად დიდ როლს თამაშობს ის ლიდერად ჩამოყალიბებასა თუ წარმატების მიღწევაში. სწორედ ამიტომ დღეს გადავწყვიტე მოგაწოდოთ ცოტაოდენი სასარგებლო ინფორმაციები ამ თემასთან დაკავშირებით.

"ემოციური ინტელექტი არის ემოციების აღქმის, გამოხატვის, მართვის და რეგულირების უნარი." ის შედგება ორი ძირითადი კომპეტენციისაგან:
1.პიროვნული კომპეტენცია - თვითცნობიერება და თვითმართვა.
2.სოციალური კომპეტენცია - სოციალური ცნობიერება და ურთიერთობების მართვა.
როგორც აღწერილობიდან ჩანს, ორივე კომპეტენცია საკმაოდ დიდ მუშაობას მოითხოვს საკუთარ თავზე, მაგრამ ამდენადვე დიდი შედეგის მომტანია ისინი წარმატების კუთხით.

არსებობს ემოციური ინტელექტის სხვადასხვა მოდელები, მაგალითად ერთ-ერთი მათგანია - ემოციური ინტელექტის, როგორც დასწავლილი უნარის მოდელი, ის მოიცავს ოთხ ძირითად განზომილებას: თვითცნობიერება, საკუთარი თავის მართვა, სოციალური ცნობიერება და ურთიერთობების მართვა.
საინტერესოა, ასევე პიროვნული ნიშნის მოდელი, რომელიც ძირითადად უკავშირდება კონკრეტულ ემოციებს - კარგად ყოფნას, თვით-კონტროლს, ემოციურობასა და სოციალურობას.


ახლა კი, იმისთვის, რომ მეტ-ნაკლებად განსაზღვროთ თქვენი EQ , გთავაზობთ მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებლ თვისებებს:
•ემოციის გამოხატვა შედეგიდან და არა მიზეზიდან - მაგალითად, როცა ვინმეს მიმართ გვაქვს წყენა, ვამბობთ, რომ ვინმემ კი არ გვაწყენინა, არამედ უბრალოდ გვეწყინა. ე.ი ორიენტირებას ვაკეთებთ კონკერტულ ემოციაზე და ეს ემოცია არ გადაგვაქვს კონკრეტულ პიროვნებაზე.
•საკუთარი ემოციური მდგომარეობის მოდელირება - მაგალითად, მე ბედნიერი ვარ, მე პოზიტიურად ვარ და ა.შ.
•ემოციისა და ლოგიკის გამოყენება გადაწყვეტილების მიღების დროს;
•საჭირო ემოციური ფონის შექმნა;
•სხვების ქმედებების პროგნოზირება.
თუ თქვენ ფლობთ ამ თვისებებს ე.ი ნამდვილად გაქვთ მაღალი ემოციური ინტელექტი.

საბოლოო ჯამში, აღსანიშანავია ის ფაქტი, რომ ემოციური ინტელექტის თეორიას ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგენიც, ნაწილი თვლის, რომ ის საკამოდ ბუნდოვანი ცნებაა, რომლის გაზომვაც შეუძლებელია, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მას ბიოლოგიური საფუძველი აქვს და ინტუიციური სრწფვა ახასიათებს. თუმცა რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ არგუმენტების და კონტრაგუმენტების შესახებ, ერთი რამ ცხადია, ის 21-ე საუკუნის ადმიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და აქტუალური უნარია, რომელიც ეხმარება "მთის" ყველაზე მაღალი ნაწილის დაპყრობაში.


9