ენდი უორჰოლის პერსონა პოპ-არტს მიღმაც ისეთივე აღმაფრთოვანებელი და ნიჭიერია, როგორც ხელოვნების იმ მიმდინარეობაში, რომლითაც მსოფლიო იცნობს.
Chateau La Coste-მ (სკულპტურული პარკი პროვასნში, ორგანული ღვინის ქარხანა, რომელიც არა ერთი არტისტის ნამუშევარს აერთიანებს) Hedges Projects (ჯიმ ჰეჯესის საკოლექციო კომპანია)- თან თანამშრომლობით შეკრიბა ვორჰოლის 40-მდე ფოტოსურათი, რომელიც გენიოსი ხელოვანის ყოველღიურობას აღწერს - ადგილებს სადაც მოგზაურობდა, ადამიანებს ვის გარშემოც იყო და ა.შ.
'Voyages avec Warhol'-ი კურირებულია ჯეიმს რ. ჰეჯსის IV კოლექციიდან, ფოტო-კოლექციაში შეხვდებით ვორჰოლის მეგობრებს - ჰალსტონს, დოლი პარტონს, კეიტ ჰარინგს...
ამასთან ერთად აღბეჭდილია ენდის ნაკლებად ცნობილი შემოქმედება და ინტერესები: მოგზაურობის დროს აღმოჩენილი მანქანების ინტერიერები, თვითმფრინავები, სასტუმროს ლობის ჭაღები და ჭუჭყიანი ტუალეტები...
გიზიარებთ:
Voyages avec Warhol