ეპიკური ფინალი 21:00 საათზე

3
Here we are! 🙌🏼
"ადამიანის მომავლის" ფინალური ეპიზოდი, დღეს, 21:00 საათზე, "მომავლის პოსტის" Youtube არხზე.
მოკლედ მოგახსენებთ, თუ რას უნდა ელოდოთ დასკვნით ეპიზოდში:
როგორი იქნება კაცობრიობის ცხოვრება, თუ შევძლებთ მზის სიკვდილის პერიოდამდე გადარჩენას და რამდენი ადამიანი იცხოვრებდა იმ დროისთვის;
როგორი იქნება ცხოვრება, როგორც დედამიწის მიღმა, ასევე იმ შემთხვევაში, თუ მასზე დარჩნას გადავწყვეტთ;
რა იქნებოდა ადამიანის რასის ღირსეული მიზანი, რათა დედამიწის წინაშე ყველა დანაშაული გამოგვესყიდა;
რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ, რატომ არის ჩვენი ცხოვრების ხარისხი ყველა დროსთან შედარებით მაღალ დონეზე;
რას ვერ წარმოიდგენდნენ ჩვენი წინაპრები და რატომ იქნებოდა მათთვის ჩვენი შესაძლებლობები ღმერთის ძალების მსგავსი;
"ნასასა" და ხელოვნური ინტელექტის (AI) ურთიერთობა:
რაში იყენებს კოსმოსური ორგანიზაცია AI-ს;
რა სტრუქტურა შეძლებდა ზრდადი მზისგან დედამიწის დაცვას;
რა ფაქტორები გადაგვაქცევს პირველი ტიპის ცივილიზაციად და რომელი წლისთვის შევძლებთ ამ ყოველივეს მიღწევას;
სივრცესა და დროში ადამიანის გავრცელება გამოიწვევს თუ არა ჩვენს სახეობებად დაყოფას და რა შემოგვრჩება ადამიანის ფესვებიდან;
და იქნებ, საერთოდაც არაა კაცობრიობის მიზანი კოსმოსის კოლონიზება ან სიცოცხლის გახანგრძლივება;
რა არის გაკვეთილი, რომელიც ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა;
რა იქნება კითხვა, რომელზეც საბოლოოდ აუცილებლად მოგვიწევს პასუხის გაცემა;
ყველაზე ეპიკური ეპიზოდი დღეს (12.12.23), 21:00 საათზე დაიწყება, ნუ გამოტოვებთ.
მანამდე კი პირველი ეპიზოდის ნახვა შეგიძლიათ.
3