ერთი სერიალის შესახებ

ByAvtandil KhantadzeGeorgia6 Jan, 2022
7
ბევრნი იქნებით აქ კალათბურთის მოყვარულები, ბევრი ალბათ გამთენიისას უყურებს ხოლმე NBA-ს თამაშებს, ნახევრად მძინარე 🙂 არის ერთი დოკუმენტურ-ინტერვიუებზე დაფუძნებული სერიალი, რომელიც ეხება 90-იანი წლების Chicago bulls და მაიკლ ჯორდანს. გუნდი, რომელმაც სხვა სიმაღლეებზე აიყვანა კალათბურთი და ჯორდანმა კი კალათბურთის ყურება დააწყებინა ძალიან ბევრს, მათ შორის ჩვენთანაც. Chicago bulls, გუნდი რომელიც რვა წლის განმავლობაში ექვსჯერ გახდა ჩემპიონი (1991, 1992, 1993, 1996, 1997, 1998). The last dance (უკანასკნელი ცეკვა) ასე ქვია სერიალს, რომელიც შიგნიდან გვანახებს ამ წარმატებების უკან რაც ხდებოდა. სერიალი ქართულ საიტებზე შეგიძლიათ ნახოთ. 
ფოტოზე 1998 წლის ფინალში ჯორდანის გამარჯვების მომტანი ტყორცნა და ასევე მისი უკანასკნელი ქულა Chicago bulls რიგებში.
ByAvtandil KhantadzeGeorgia6 Jan, 2022
7