ერთი ფენით ქვემოთ I თამარ მაღრაძის პერსონალური გამოფენა

9
ხუთშაბათს,  17:00 საათზე E.A. Shared Space-ში თამარ მაღრაძის სოლო გამოფენა გაიხსნება. 
გამოფეზე წარმოდგენილია მაღრაძის ფერწერის სერიები და აკვარელის ნამუშევრები შესრულებული ქაღალდზე. სელექცია მოიცავს არტისტის 2023 წლის უახლეს ნამუშევრებს და ქრონოლოგიურად მიუყვება 2000-იანი წლების დასაწყისამდე, რომლებზეც ხელოვანი საქართველოში ცხოვრებისას, თბილისის სამხატრვრო აკადემიაში სწავლის დროს მუშაობდა.
‘ერთი ფენით ქვემოთ’ გამორჩეული გამოფენაა, მოიცავს რა ხელოვანის შემოქმედების განვითარების რამდენიმე ეტაპს. ტრადიციულ მედიაში მუშაობა მაღრაძემ სტუდენტობისას დაიწყო, რამდენიმე წლიანი სწავლის დასრულების შემდეგ იგი ძირითადად ეკრანს-დაფუძნებული ხელოვენით იყო დაკავებული. ეკრანთან მუშაობა აირეკლება კიდეც მის უახლეს სერიაში, სადაც გამოსახულება თითქოს ეკრანზე ნანახს იმეორებს. ზეთის საღებავების თამამი მონასმებით შექმნილი პრიალა ზედაპირი და თითქოს თავისთავად მანათებელი გამოსახულება ეკრანის სიბრჭყვიალეს და განათებას გვახსენებს. საინტერესოა, ამ გავლენებით როგორ გამორიჩევა ეს სერია მაღრაძის უადრესი ფერწერული ტილოსგან. „ნატურის პორტრეტი“ (2008). ეს გამოფენაზე წარმოდგენილი პორტრეტებიდან ერთადერთია, რომელიც სინამდვილს არის დაფუძნებული და შესაბამისად, მეტი რეალიზმით გამოირჩევა. დატვრითულია მეტი ფსიქო-დრამატული ელემენტებით, რაც ზოგადად მეოცე საუკუნის ქართული ფერწერისთვის დამახასიათებელი ნიშნები იყო. ამ მხრივ, „ნატურის პორტრეტი“ მოგვაგონეს მეოცე საუკუნის ავტორებს, როგორებიც არიან ავთო ვარაზი და ქეთევან მაღალაშვილი.
მაღრაძის ფერწერა არ საუბრობს რეალობაზე მისი პირდაპირი გაგებით. პირიქით, მისი პერსონაჟები უმეტესად გამოგონილია და წარმოადგენს კოლექტიური მეხსიერების პერსონიფიკაციებს. ეს ანდროგინული პერსონაჟები არ მიეკუთვნებიან კონკრეტულ დროსა და გეოგრაფიას და თითქოს რამდენიმე დროის და სივრცის შორის არიან გაჭედილები ტილოს სიბრტყეზე. თუმცა, ეს გაჭედილობა ზედმიწევნით ეფემერულად არის გადმოცემული, თითქოს გამოკვეთილი პერსონაჟები წარმოდგენილი სივრციდან ამოიზრდებიან და სცილდებიან მას, როგორც სულების გამოძახილი.
გამოფენა ტოვებს მაყურბელეს გახსნილი კითხვებით.
ხელოვანის შესახებ:
თამარ მაღრაძე დაიბადა 1988 წელს თბილისში. მან ჯერ თბილისის სახელმწიფო აკადემია დაამთავრა 2011 წელს, შემდეგ კი სწავლა განაგრძო ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში (UDK), ექსპერიმენტული კინოს და ახალი მედიის განხრით. 2018 წელს მან მიიღო მაგისტრის დიპლომი (MFA) და მას მერე ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში, გერმანია. მისი შემოქმედება ნაჩვენები ყოფილა მრავალ საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენაზე და ფილმის ჩვენებაზე.
9