პოლონეთის მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე პოლონეთის რაიონში, სოფელ პშევოდუვში, რუსეთის მიერ ნასროლი ორი რაკეტა ჩამოვარდა. მედიის ცნობებით დაიღუპა ორი ადამიანი.
მომხდართან დაკავშირებით ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას მალევე ავრცელებს:
"უახლესი ამბები პოლონეთიდან ყველაზე შემაშფოთებელია. ჩვენ მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზადაა დაიცვას ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს"