როგორი იყო? აბა რა ვიცი…
ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები.
ორი ათასი წელი განვიცდი…
ჩარევა არ ღირს, მაგრამ ვერევი:
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა…
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.
არადა კოცნის, არადა ჰყიდის…
იცის მოკლავენ, განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია…
ისტორიაში დარჩა იუდა!
- დღესაც აქ არის, არ გაიგუდა…
-ნიკო გომელაური-