ამბავი "უკვდავებაზე"

14

მინდოდა მომეყლა უკვდავებაზე , ამბავი , ამბავი არარსებული ,არმომხდარი, მინდოდა მეპოვნა ადამიანი , რომელმაც გაიმარჯვა სიკვდილ-სიცოცხლის ხელჩართულ ბრძოლაში ... მინდოდა ვყოფილიყავი გმირი , რომელიც  სიკვდილის წინ აღუდგებოდა როგორც კლდე , როგორც კარიბჭე , როგორც მაშუს მთის მცველი მორეილ-კაცი ....
არანაირი გაფრთხილება , არანაირი წინათგრძნობა , არანაირი დაკაკუნება კარზე...
შემოდის მბრძანებლურად , თითქოს და სიცოცხლე ნისიად გქონდეს აღებული , ის კი მევალეა , ლოდინით დაღლილი მევალე , რომელმაც ცოტა ხნით მიგივიწყა , უცბად კი მოდის გაუფრთხილებლად , არ გაცდის სახლის დალაგებას , გამომშვიდობებას მეგობრებთან , მშობლებთან , არ გაცდის გამომშვიდობებას საკუთარ თავთანაც კი !
ის არ გესაუბრება , წამიერად გკიდებს ხელს და ამას აკეთებს ისე ძლიერად , რომ თითქოს სატრფო იყოს ნანატრი , მაგრამ არა ... ეს უხეში ერთობაა , მას მიყავხარ ისე , რომ არ გეკითხება , როგორ ხარ , რამდენად მზად ხარ , რამდენად გინდა ... და თავში გიტრიალებს ერთადერთი ფიქრი - ვერ მოასწარი გეკოცნა დედისთვის , ჩახუტებოდი და-ძმას , გეჭორავა მეგობრებთან , ვერ მოასწარი გეპატიებინა ადამიანთათვის შეცდომები , ვერ მოასწარი გაგებედა , შეგშინებოდა , გყვარებოდა...
მას მიყვხარ ახალ სამყაროში , მაგრამ არ გეკითხება გჭირდება თუ არა ეს სამყარო , მსხვერპლად კი შენ აშენებულ სამყაროს იღებს , ის ერთადერთი მევალეა , რომელიც პროცენტებსაც კი არ გპატიობს თუ დაივიწყებ...
- ლენი , რამდენჯერ გინატრია სიკვდილი ? - ერთხელ - დამაბულინგეს , ორჯერ - როცა მეგობრები დავკარგე , სამჯერ - როცა დედას ვეჩხუბე , ოთხჯერ - როცა გავსუქდი , ღმერთო რიცხვები არ წყდება .... - ლენი , რამდენი ადამიანი დაგიკარგავს ? - ერთი , ორი , სამი - უამრავი ანიეტ.... შენ ნატრობ სიკვდილს და ხარ ისევ აქ , მაგრამ მიდიან შენი ყველაზე ძვირფასი ადამიანები ! ჰო , სიკვდილი ყველაზე ცუდი მევალეა , მაშინ როცა მზად ხარ მასთან შესახვედრად არ მოდის , სამაგიეროდ კი მიყავს შენი ბოძები , ამით თითქოს გსჯის , ხო გსჯის სიცოცხლით , სიცოცხლით რომლისთვისაც მზად არ ხარ !
ლენიკ, რას თვლი შენს ყველაზე დიდ შეცდომად ?
ლენის თვალები უცრემლიანდება , იღიმის და ამ ღიმილში მოკიაფე ერთი კბილი , იმ იმედს მაგონებს , რომელიც მომაკვდავ კაცს ახალ სამყაროში გარდა- ცვალებაზე აფიქრებს ...
ანიეტ , მე ვცდილობდი , ვცდილობდი მიმეღწია წარმატებისთვის , ვყოფილიყავი სამაგლითო , ვშრომობდი , ვსწავლობდი , ვმუშაობდი არ მაკლდა პატივმოყვარეობა , არც საკუთარი თავის სიყვარული ... მაგრამ ახლა , ახლა , ახლა გულს მიწურავს , კაცთაგან გამონაგონი უპატიებლობისა და თმენის წესები , ჰო მენანება თმენით მოპოვებული ყველა გამარჯვება ადმაინებზე , გამარჯვება ,რომლებმაც უპატიებლად გამაშვებინა ადმიანები , მენანება ყველა წუთი , რომელიც ჩხუბსა და კამათსი გავატრე , ყველა წამი , რომელიც სიყვარულის ნაცვლად სიძულვილს მივუძღვენი.


ლილიე უცქერდა მეორე სამყაროდან მის ობლად დარჩენილ გოგონებს და თითქოს ცდილობდა ჭექა-ქუხილისთვის თავის ხმა გამოეყოებინა : „ სიცოცხლე ვალია , რომელიც დიდი სიფრთხილით უნდა დახარჯო , ვალია , რომელსაც მოულოდნელად მოგთხოვენ და ვალია ,რომელიც არასდროს უნდა დააბრუნო მევალის მოდგომამდე .თუ გინდა გაიმარჯვო , თუ გინდა გაიმარჯვო , გაცოცხლდი იმდენჯერ , რამდენჯერაც მოკვდები საყვარელი ადამიანების სიკვდილის შემდეგ  „მოხვალთ ,მოხვალთ აქაც , ჩემო გოგონებო , მაგრამ ჯერ თქვენი ვალია..."





14