ვან გოგის გამოფენა მეტროპოლიტენის მუზეუმში (The Met)

9
ნიუ-იორკში მდებარე განთქმული მუზეუმი - "The Metropolitan Museum of Art" საგამოფენო სივრცეს ვინსენტ ვან გოგის საკულტო ხეებს - კვიპაროსბს უთმობს. 
გამოფენა ორიენტირებულია არტისტის ერთ-ერთ მთავარ შთაგონებაზე კვიპაროსის ხეებზე, რომლებიც საფრანგეთში, არლში გატარებული ორი წლის განმავლობაში უხვად იყო მის გარშემო. წლების განმავლობაში ისინი  ჰოლანდიელი მხატვრის მემკვიდრეობის სინონიმად იქცა. სწორედ ამ პერიოდშია შექმნილი ვან გოგის ყველაზე ცნობილი ტილო: " ვარსკვლავებიანი ღამე"
გამოფენაზე წარმოდგენილია 40-მდე საგულდაგულოდ შერჩეული ნამუშევარი, რომელთა შორის არის როგორც ნახატები, ისევე ილუსტრირებული წერილები, მათი გაერთიანება ყოვლისმომცველად იკვლევს ვინსენტის გასაოცარ მხატვრული მოგზაურობას. ესკიზები უფრო ნათლად აჩვენებს ნახატების შექმნის სირთულეებს და ნათელს ჰფენს აქამდე უცნობ ნარატივებს.
"ვან გოგის კვიპაროსები" მეტროპოლიტენის მუზეუმში 2023 წლის 27 აგვისტომდე დარჩება. 
9