ვარდობის თვეს ვარდი ისევ აყვავილდა…
იმ ადგილას? შურით გასკდა დედა- მიწა.
ამოხეთქა ღვარძლმა, მაგრამ ვერ წაგვლეკა…
განა მართალს ღმერთი ასე განწირავდა?
მიილევა ვარდობის თვეც , ფიქრში დარდში…
იმ ქუჩაზე? — ისევ არის დენთის კვამლი…
თამარის ფენომენზე ფიქრში ვარდობის თვემ ერთი დღეც მიითვალა, არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ამომიტივტივდა თამარის ეპოქის დროინდელი, რომლითაც უკვე საუკუნეებია ვამაყობთ, მან როგორც ქალმა, მართლაც რომ დაიმსახურა და ამიტომაც უწოდა ეპოქამ ქალს მეფე! მახსოვს სულ რამოდენიმე წლის წინ როგორ შემოგვძახა ქალბატონმა ქრისტინ ლაგარდმა: ”ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადია”-ო, ალბათ რაღაც უსუსურობა შეგვატყო.
მეც ვისურვებდი სულ ერთია თამარი ვართ თუ ეკატერინე, იზა თუ ქეთევანი, ნანა თუ ნინო , ია თუ ენძელა, მარეხი თუ ნათია, ყველას გვეპოვნოს ჩვენი წილი თამარი ჩვენში, მისი გონიერება გადმოსულიყოს თვითეულ ჩვენთაგანზე და სიყვარული გვესწავლებინოს ჩვენი შვილებისთვის, გრძნობა, რომელიც თუ აქვს ადამიანს ბოროტებას არასოდეს ჩაიდენს! იქნებ თამარის დროინდელი მეგობრობის ფასი აგვეხსნა შვილებისთვის, რადგან შემდგომში, კაფე - ბარებში სადილში თავის ჩაყოფა არ დასჭირვებოდათ საკუთარი უსუსურობის დასაფარად მათ! თამარი გვეპოვნოს ჩვენში , თვითეულ ჩვენთაგანს იმიტომაც რომ თუნდაც ნახევარ საუკუნეს მაინც გაჰყვეს ჩვენი არსებობა და ჩვენი ხსოვნა!
თამარობას გილოცავთ, მისი მადლი და წყალობა არ მოგკლებოდეთ ♥️👑🙏