ვარსკვლავი, რომელიც კოსმოსურ ბუშტშია

3
წარმოიდგინეთ ვარსკვლავი, რომელიც საკუთარ კოსმოსურ ბუშტშია. 🫧
სწორედ ამას ხედავთ ამ ფოტოზე - ბუშტის ნისლეულს.

ეს ნისლეული მდებარეობს შორს, ძალიან შორს, დედამიწიდან 7100 სინათლის წლის მანძილზე, თანავარსკვლავედ კასიოპიაში.✨
ეს გახლავთ განსაკუთრებული სახის კოსმოსური ღრუბელი, რომელიც შვიდი სინათლის წლის მანძილზე ვრცელდება, რაც ექსტრაგანზომილებიანი ვარსკვლავის დამსახურებაა, რომელიც ჩვენს მზეზე 45-ჯერ დიდია.
როგორ გაჩნდა ეს კოსმოსური ბუშტი?
ეს არის ის, რასაც ვუწოდებთ "ვარსკვლავურ ქარს".
ის უბრალოდ ვარსკვლავიდან გამომავალი გაზის ნაკადია, რომელიც 6,4 მილიონი კმ/სთ-ით მოძრაობს.
ეს გაზი ძალიან ცხელდება და გაიტყორცნება კოსმოსში, ქმნის ბუშტს და ცივ გაზს წინ უბიძგებს.
ეს ცხელი გაზის ბუშტი რაც უფრო დიდი ხდება, ეჯახება უფრო მაგარ, მკვრივი აირის ნაწილაკებს, რის შედეგადაც ჩანს, რომ ვარსკვლავი არ არის ბუშტის ცენტრში.
ვარსკვლავს, რომელმაც შექმნა ეს ბუშტი, ეწოდება BD +602522 (იხილეთ ვარდისფერი წერტილი ბუშტის ზედა მარცხენა მხარეს).
იგი დაახლოებით 4 მილიონი წლისაა, რაც ვარსკვლავისთვის საკმაოდ პატარა ასაკად მიიჩნევა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 10-20 მილიონი წლის შემდეგ, ის, სუპერნოვას აფეთქების სახით, სანახაობრივ დასასრულს შეხვდება.
განსაცვიფრებელი სურათი გადაღებულია ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის კამერით.
მან გამოიყენა სამი განსხვავებული ფილტრი სხვადასხვა გაზების აღსაბეჭდად: ჟანგბადი, წყალბადი და აზოტი.
ფოტოზე თითოეული გაზი სხვადასხვა ფერშია ნაჩვენები: ლურჯი ჟანგბადია, მწვანე წყალბადი და წითელი აზოტი, რაც ქმნის საუცხოო სილამაზის სურათს. 🤩
facebook | ჩვენი ვებგვერდი 🚀
3