დღეს
ვებსაიტის გაკეთება ტექნიკურაი გამოწვევა აღარ არის. სულ რამდენიმე საათში, ცოტა YouTube-ს დახმარებით, ნებისმიერს შეუძლია აირჩიოს შაბლონი, დაამატოს ტექსტი და თავისი ბიზნესი ონლაინ სივრცეში „წარმოადგინოს“.
მაგრამ რა განსხვავებაა უბრალოდ ვებსაიტსა და ისეთ ვებსაიტს შორის, რომელიც რეალურად მუშაობს?
მომხმარებელთა გამოცდილება, სტრატეგია და განვითარება – ესაა ის სამკუთხედი, რომელიც წარმატებული ციფრული პლატფორმის ქმნის. სწორედ აქ იკვეთება გამორჩეული და გამოცდილი გუნდების როლი — ისეთების, რომლებიც არამხოლოდ დიზაინსა და კოდზე ფიქრობენ, არამედ თქვენს ბიზნესზე, მიზნებსა და ბაზრის მოთხოვნებზე.
მაგალითად, საქართველოში არის კომპანიები, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩევიან ასეთ მიდგომაში. ერთ-ერთი მათგანია
Connect.ge — გუნდი, რომელიც არაერთ წარმატებულ პროექტზე მუშაობს, განსაკუთრებით სამშენებლო და მომსახურების სფეროში. მათი პლატფორმები არა მხოლოდ ვიზუალურადაა გამართული, არამედ შედეგზეა ორიენტირებული — ანუ ის, რაც მომხმარებელს რეალურად სჭირდება.
შედეგზე ორიენტირებული ვებსაიტზე:
- დიზაინის პროცესში გათვალისწინებულია მომხმარებლის ქცევა;
- სწრაფად იტვირთება და დაცულია SEO სტანდარტები;
- კონტენტის სტრუქტურა მომხმარებლის ინტერესებს მიჰყვება ;
- ტექნიკურად გამართულია და დაცულია უსაფრთხოების სტანდარტები.
დღეს წარმატებული ბიზნესისთვის საკმარისი აღარაა მხოლოდ „ონლაინ ყოფნა“, საჭიროა ისეთი ციფრული გამოსავლის პოვნა, რომელიც გაყიდვებზე იმუშავებს, კონკურენტებს ჩამოიტოვებს და მომხმარებელს მომავლშიც გაუჩენს ვებსაიტზე დაბრუნების სურვილს.
ამისთვის კი საკმარისი არ არის შაბლონის არჩევა ან ვიზუალური ეფექტის შექმნა. საჭიროა სტრატეგია, ტექნოლოგია და გამოცდილება.