ველური ბუნების ფოტოგრაფიის კონკურსში გამარჯვებული ოქროსფერი მახვილკუდიანი

4
ფრანგმა ფოტოგრაფმა ლორენტ ბალესტამ ველური ბუნების წლის ფოტოგრაფის ჯილდო მოიპოვა 📸
ეს მახვილკუდიანი კრაბები 100 მილიონ წელზე მეტია არსებობენ, მაგრამ ახლა ისინი საცხოვრებელი პირობების განადგურებას განიცდიან, ასევე საკვების სიმწირეს გადაჭარბებული თევზაობის გამო.
ადამიანები მათ ასევე უნიკალური ლურჯი სისხლის მოსაპოვებლად იჭერენ, რომელიც ვაქცინების შემუშავებაში გამოიყენება.
კრაბის ზემოთ ასევე ხედავთ სამ თევზს, რომლებიც სავარაუდოდ საკვებზე სანადიროდ იყვნენ.
როდესაც კრაბი ნელა გადაადგილდება, ფსკერი ირევა რა დროსაც თავისუფლდება ქვიშითა და კენჭებით დატყვევებული საკვები ნივთიერებები.
ეს ფოტო 95 ქვეყნიდან მონაწილე ფოტოგრაფების 50 000-ზე მეტ ნამუშევარს შორის შეირჩა.
გარდა ლორენტ ბალესტისა, კონკურსს კიდევ 18 გამარჯვებული ჰყავს.
4