"ვიდეო მომავლიდან" - STARSHIP-ის მისია წითელ პლანეტაზე

4
იმას, რასაც ამ ბმულზე გიჩვენებთ, "ვიდეო მომავლიდან" ვუწოდე, რაოდენ ოპტიმისტურადაც უნდა ჟღერდეს 😊
გთავაზობთ "სფეის იქსის" ვიდეოს კაცობრიობის უმძლავრესი კოსმოსური ხომალდის მისიის შესახებ.
რამდენიმე ფაქტი Starship-ზე:
• ხომალდის გამაძლიერებელს 33 ძრავი აქვს, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა.
სხვათა შორის, პირველივე ცდაზე 33-დან 31 ამუშავდა.
უშუალოდ "სთარშიფს" კი 6 ძრავი აქვს.
• "სთარშიფის" ორივე სართულის გამოყენება შესაძლებელია იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო გახდება.
• "სთარშიფს" შეუძლია საწვავი კოსმოსში, დედამიწის დაბალ ორბიტაზევე მიიღოს.
ამ მანევრის შესრულებით, ხომალდს 100 ტონა ტვირთის მიტანა შეუძლია წითელ პლანეტაზე.
• ხანგრძლივი მისიების შემთხვევაში, ხომალდს 100 ადამიანის დატევა, უზრუნველყოფა და გადაადგილება შეუძლია.
ამრიგად, ხომალდის თითოეული წარმატება, ახალი კოსმოსური ეპოქის დაწყების საფუძველია.
სწორედ ამიტომ არის გაშვების თითოეული მცდელობა ამდენად მნიშვნელოვანი.
4